San Antonio Spurs

41 16
ავატარი
Gaucho ავტორი
#32
დიდი სამეული (2003-დღემდე)
2003-2004
მას შემდეგ რაც გუნდმა მეორე NBA ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დევიდ რობინსონმა თავი დაანება თამაშს, სან-ანტონიოს დაცვა უკვე იმდენად მედგრად ვეღარ იდგა, ასევე მოხდა პოინტ გარდ სპიდი კლაქსტონის უორიორსში გაშვება, სტეფან ჯექსონის კი ატლანტაში. როტაციისთვის გუნდი შეივსო ისეთი კალათბურთელებით, როგორებიც არიან რეშო ნესტეროვიჩი
მინესოტადან, რომელსაც იდეაში რობინსონის საქმე უნდა შეესრულებილა. თურქოღლუ გადმობირებული იქნა
საკრამენტოდან , მას შემდეგ რაც სახელფასო ჭერმა არ შეუწყო ხელი საკრამენტოს. ასევე ყველაზე აღსაღნიშნავი გადმონაბირი იყო ვეტერანი რობერტ ჰორის გადმოსვლა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#33
სპურსი თამაშობდა 9 ახალ მოთამაშესთან ერთად, სადაც თავიდანვე ირეოდა ყველაფერი და გუნდს დევიდ რობინსონის არ ჰყოფნა ეტყობოდა, მიუხედავად ამისა 3 დეკემბრისთვის გუნდის შედეგი 9-10 იყო. თუმცა სპურსმა შეძლო სეზონის შემოტრიალება და დეკემბერში ზედიზედ 13 თამაშიანი გამარჯვებების სერია გამოაცხო, რითაც დაუბრუნდა NBA ცხრილში ტოპ ადგილს. სპურსი იბრძოდა მთელი წელი
დასავლეთ კონფერენციის უმაღლეს ადგილისთვის, რაშიც ასევე სეზონის დამთავრებისას 11 ზედიზედ მოგება შეძლეს კიდეც. თუმცა 1 მოგებით ნაკლები ჰქონდათ და ვერ შეძლეს დივიზიონის ტიტულის მოგება. პლეი-ოფის პირველ რაუნდში სპურსმა მემფის გრიზლი 4 თამაშში დაამარცხა, ხოლო მეორე რაუნდში უკვე გუნდს მოწინააღმდეგის რანგში ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ელოდა. სპურსის გამარჯვებების სერია გრძელდებოდა და პირველი 2 თამაშის მოგება შეძლეს შინ, რითაც რეგულარული სეზონის ჩათვლით ზედიზედ გამარჯვებების რიცხვი 17-მდე გაზარდეს. შემდეგი ორი თამაში
ლოს-ანჯელესში შედგა და სპურს ძალიან გაუჭირდა, საბოლოოდ კი სერია 2-2 გახდა. მე-5 მატჩში, რომელიც SBC Center-ში შედგა,
ტიმ დანკანმა შეძლო სპურსისთვის ლიდერობის მოტანა და ტაბლოზე 73-72 დააფიქსირა თამაშის დასრულებამდე 0.4 წამით ადრე. თუმცა ლეიკერსის დერეკ ფიშერმა თამაშის მომგები სროლა განახორციელა და ანგარიშიც ლეიკერსის სასარგებლოდ 74-73 დასრულდა, რითაც სპურსი სერიას უკვე 2-3 აგებდა. [17][18][19] სპურსმა პროტესტი განაცხადა უკანასკნელ სროლაზე, მათი თქმით წამზომი გვიან ჩაირთო, თუმცა მოხსენებაში აღნიშნულია სამი ოფიციალური დამსწრეს მიერ,
[19][20] რომ ფიშერმა შეძლო ბურთის ჩაგდება, ვიდრე თამაში დასრულდებოდა. [19][21] ამ ყველაფრის შემდეგ, მე-6 თამაშში, რომელიც ლოს-ანჯელესში იმართებოდა, სპურსმა მარცხი განიცადა და სერიაც 2-4 დათმო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#34
მესამე ჩემპიონობა (2004-05)
მათი იმედგასაცრუებელი სეზონის შემდეგ, სპურსმა შეძლო ძალების მოკრება ახალი სეზონისთვის. მას შემდეგ რაც გუნდმა შეძლო ბრენტ ბარის გადმობირება სიეტლიდან , ნოემბრის თვეში უკვე 12-3 შედეგით ასპარეზობდა. ახალ წელს კი 25-6 შედეგით შეხვდა. გუნდმა შეძლო ნაზრ მოჰამედის ნიქსიდან გადმოყვანა, ასევე ვეტერანი გლენ რობინსონის თავისუფალ აგენტად აყვანა, რითაც საბოლოოდ მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ ადგილს არ თმობდა ფინიქსთან ერთად. [22] 20 მარტს დანკანმა ტრავმა მიიღო დეტროიტთან და გამოტოვა რეგულარული სეზონის დარჩენილი შეხვედრები, რითაც გუნდმა დარჩენილი 17 თამაშიდან მხოლოდ 9 თამაშის მოგება შეძლო და საბოლოოდ რეგულარული სეზონი 59-23 შედეგით დაასრულა. პლეი-ოფი კი მოახლოვდა და დანკანიც უკვე მზად იყო ასპარეზობისთვის. [16]
პირველ რაუნდში სპურსი დენვერს დაუპირისპირდა, სადაც სერია 5 თამაშში მოიგო. [22] მეორე რაუნდში სპურსი უკვე
სიეტლ სუპერსონიქსს დაუპირისპირდა, სადაც სპურსმა სერია 2-0 ლიდერობდა, თუმცა მე-3 თამაშში დანკანმა საფინალო ზარზე ააცილა ფარს ბურთი და დათმო შეხვედრა ანგარიშით 92-91. [23] მე-4 თამაშში სიეტლმა გაათანაბრა სერია 2-2. მე-5 თამაშში ლიდერის თვისებები მანუ ჯინობილმა შეითავსა, რომელმაც 39 ქულა მოაგროვა და დაეხმარა გუნდს 103-90 მოგებაში. მე-6 თამაშში კი 98-96 გამარჯვება შეძლეს და სერიაც 4-2 მოიგეს. დასავლეთ კონფერენციის ფინალში სპურსი
ფინიქსს დაუპირისპირდა, სადაც პირველ 2 თამაშში შეძლო გამარჯვება გასვლაზე, ხოლო მე-3 თამაშში უკვე სერიას 3-0 ლიდერობდა. მე-4 თამაშში სპურსმა 111-106 დათმო, ფინიქსში კი დანკანმა 31 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა და დაეხმარა გუნდს გაემარჯვა დასავლეთში 101-95.
ავატარი
Gaucho ავტორი
#35
NBA ფინალში, სპურსი წინა წლის ჩემპიონ პისტონსს შეხვდა. პირველ ორ თამაშში სპურსმა შეძლო გამარჯვება, სადაც მანუ ჯინობილი ლიდერობდა გუნდს და 26-27 ქლები დააგროვა, შემდეგი ორი თამაში სპურსმა წააგო და სერია კი 2-2 გახდა, [22] მე-5 თამაში სპურსმა შეძლო გამარჯვება, ხოლო მე-6 თამაშში 95-86 დამარცხდა და სერია 3-3 გახადეს. [22] მთელი მსოფლიო უყურებდა მე-7 თამაშს სან-ანტონიოში , სადაც მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ ფრე 57-57 იყო ანგარიში. [24] მე-4 პერიოდში კი ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი დანკანმა , რომელმაც 25 ქულა მოაგროვა და დაეხმარა გუნდს მე-3 ტიტულის მოპოვებაში, თამაში კი 81-74 მოიგეს და სერიაც 4-3.
[16] ტიმ დანკანი დასახელებული იქნა ფინალის MVP, რითაც გახდა მე-4 მოთამაშე, რომელმაც მოიგო 3-ჯერ ეს ჯილდო (შეუერთდა ჯონსონს , ონილს და ჯორდანს ). ასევე მანუ ჯინობილმა მიიღო NBA ვარსკვლავის წოდება, გამოიმუშავა ადგილობრივი, ნაციონალური და ინტერნაცონალური გულშემატკივრების პრიზი (მათ შორის მისი საშინაო ქვეყნიდან -
არგენტინიდან და ასევე მიწვეული იქნა NBA All Star თამაშზე.
ავატარი
Gaucho ავტორი
#36
მას შემდეგ რაც გუნდმა 3 NBA ჩემპიონის ტიტული მოიპივა 6 წლის მანძილზე, უკვე იგრძნობოდა, რომ სპურსი NBA გუნდებს შორის როგორც გრანდი ისე ჩანდა. [16] 2006-2006 წლის სეზონზე, სპურსმა გადმოიბირა 2-ჯერ NBA All Star მონაწილე მაიკლ ფინლი და ერთხელ NBA All Star მონაწილე ნიკ ვან ექსელი. სპურსმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ფაქტობრივად დაფრინავდნენ პარკეტზე, როდესაც პირველი 19 თამაშიდან 16 მოგება შეძლეს. ამ წელსაც კიდევ ერთხელ ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი დივიზიონის გუნდისგან
დალას მევერიქსისგან მიიღო. ორივე გუნდს საუკეთესო შედეგი ჰქონდა დასავლეთ კონფერენციაში და მთელი სეზონის განმავლობაში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. სეზონის დასასრულს, სპურსმა გამოცდილების ხარჯზე შეძლო სამხრეთ-დასავლეთი დივიზიონის მოგება გუნდის ისტორიაში საუკეთესო 63-19 შედეგით.
ავატარი
Gaucho ავტორი
#37
სპურსმა ამ წელს შეძლო გასულიყო პლეი-ოფში ზედიზედ მე-9. (ამ სეზონის დაწყებამდე, სპურსი და ინდიანა პეისერსი იყვნენ ის ორი გუნდი, რომელბმაც ყველაზე გრძელი 9 პლეი-ოფი ითამაშეს ზედიზედ, 2006-07 წლის სეზონში კი სან-ანტოიომ მეათედ ითამაშა ზედიზედ, ხოლო ინდიანამ გააცდინა პლეი-ოფი.) პლეი-ოფში სპურს გაუჭირდა პირველივე რაუნდში, როდესაც საკრამენტო კინგსს შეხვდა, სპურსს დასჭირდა დამატებითი დრო, რომ გაემარჯვა მე-2 თამაშში შინ, სერიას კი 2-0 ლიდერობდა, შემდეგ 2 თამაში კი გუნდმა გასვლაზე წააგო. მე-5 თამაშში სპურსმა ბრწყინვალედ აჩვენა ბურთის კონტროლი და 109-98 მოიგო, მე-6 თამაშში კი 105-83 და შემდეგ რაუნდში 4-2 ანგარიშით გასვლის უფლება მოიპოვა, სადაც დივიზიონის მეტოქე დალას მევერიქსი შეხვდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#38
პირველ თამაშში, რომელიც გუნდმა შინ ჩაატარა, ტიმ დანკანმა 31 ქულა მოაგროვა და გუნდს 87-85 მოგებაში დაეხმარა. თუმცა მეორე თამაში, რომელიც ისევ სან-ანტონიოში იმართებოდა, სპურსი შერყეული იქნა დალასის მიერ, სადაც 22 ქულით დამარცხდა. სერიამ დალასში გადაინაცვლა, სადაც ორივე თამაშში, ძალიან ახლო ქულებში შეძლეს მოგება დალასელებმა და სერიას 3-1 ლიდერობდნენ. სპურსი უბრძოლელად არ დანებდა სერიას და მე-5 თამაში ფიზიკური ომი იყო სან-ანტონიოში, სადაც 98-97 გაიმარჯვა სპურსმა. ჯეისონ ტერი, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობდა სერიას სპურსის წინააღმდეგ, მე-6 თამაში ვერ ჩაატარა, სადაც სპურსმა შეძლო დალასის აღება და 91-86 გაიმარჯვა, სერია კი 3-3 გახადა. ყველაფერი კი ისევ იქ წავიდა, სადაც დაიწყო - AT&T Center. მე-7 თამაშში, ტიმ დანკანმა 41 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა ანგარიშზე, რომელიც ასევე შეძლო დირკ ნოვიცკიმ . სპურსმა შეძლო 20 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც დალასი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და საბოლოოდ მე-7 თამაშში გამარჯვება შეძლო 119-111, ხოლო სერია კი 4-3 მოიგო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#39
მეოთხე ჩემპიონობა (2006-07)
იმედგასაცრუებელი დალასთან მარცხის შემდეგ, სპურსმა 2006-07 წლების სეზონი გადახალისებით დაიწყო. გუნდმა ვარჯიში 2006 წლის ოქტომბერში საფრანგეთში დაიწყო, რითაც გუნდი უფრო კომუნიკაბელური გახდა პარკეტზე, რადგან გუნში გაიზარდა ინტერნაციონალური მდგომარეობა (4 ეროვნების წარმომადგენლები ირიცხებოდნენ გუნდშI, მათ შორის საფრანგეთიდანაც).
სპურსმა 97-91 გაიმარჯვა სეზონის გახსნად მატჩში, 2 ნოემბერს დალასის წინააღმდეგ, რითაც გრეგ პოპოვიჩი გახდა მეოთხე მთავარი მწვრთნელი ჩრდილო ამერიკის პროფესიონალურ სპორტის ისტორიაში, რომლებმაც ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვეს სეზონის გახსნით შეხვედრაში (დანარჩენები არიან: ტომ ლენდრი, ბილ ფიტჩი და ჯორჯ ალენი). სპურსმა ძალიან ძლიერად დაიწყო რეგულარული სეზონი, სადაც შეძლეს 14 შეხვედრიდან 11-ის მოგება, რომელთა შორის იყო გამარჯვება დალასის, ფინიქსის და ჰიუსტონის წინააღმდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, ტიმ დანკანი გახდა 98-ე მონაწილე გუნდის 15 000 ქულის მოპოვებაში, რომელიც სიეტლში მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, სპურსის 12 მატჩიანი გასვლითი მოგებების რეკორდი შეჩერდა 27 ნოემბერს გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ, როდესაც 111-102 დამარცხდნენ. 2006 წლის 2 დეკემბერს, სპურსმა გადაასწრო სელტიკსს და გახდა მეორე გამარჯვებული გუნდი NBA-ის ისტორიაში (გამარჯვების პროცენტზე დაფუძნებით) .595 პროცენტით. საბოლოოდ სეზონი ისე შემოტრიალდა, რომ სპურსმა ვერ გაამართლეს მოლოდინი. იანვარში 9-7 შედეგით დასრულების შემდეგ, სპურსმა თებერვლის თვე 1-3 შედეგით დაიწყეს. ამ პერიოდის დროს, გუნდმა ბევრი მარცხი განიცხადა და საბოლოოდ ძალიან ჩამორჩა დალას მევერიქსს და ფინიქს სანსს. სპურსმა შეძლო დარჩენილი სეზონი წარმატებულ ნოტაზე ჩაეტარებინა, სადაც მოახერხეს თებერვლისა და მარტის თვეში ზედიზედ 13 მატჩის მოგება. გუნდის წარმატება როგორც კარგ დაცვით თამაშზე, ასევე კარგ შეტევაზე იყო აგებული. სპურსი NBA-ის ფინალურ 31 მატჩში საუკეთესო იყო, რომლებმაც 25-6 შედეგით ჩაატარეს. ამ 31 მატჩის განმავლობაში, გუნდმა საშუალოდ 98.8 ქულა მოაგროვეს, ხოლო მეტოქეს კი საშუალოდ 87.9 ქულის მოპოვების უფლებას აძლევდნენ. ზედიზედ გამარჯვებების დროს, გუნდმა შეძლო კვლავ დაბრუნებულიყო დასავლეთ კონფერენციის სათავისკენ ცოვა, თუმცა მიუხედავად მათი მასიური შემოტრიალებისა, სპურსმა ვერ შეძლო მევერიქსის დაწევა, რომლებმაც სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის მოგება შეძლეს 9 მატჩით. მიუხედავად ამისა, NBA-ის ტოპ დაცვით მყოფი სპურსი, რომელმაც 58-24 დაასრულა სეზონი, პლეი-ოფს კარგი ადგილით შეხვდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#40
როდესაც პლეი-ოფი დაიწყო, სპურსმა შეძლო დენვერ ნაგეტსის დამარცხება 5 თამაშში. როდესაც სპურსი ამარცხებდა ნაგეტს, ამ დროს NBA-ის საუკეთესო 67-15 შედეგიანი მევერიქსი დამარცხდა პირველივე ეტაპზე გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ 6 თამაშში. მევერიქსის გამოვარდნის შემდეგ, სპურსი მეორე რაუნდშI დაუპირისპირდა ფინიქს სანსს, რომელიც NBA პლეი-ოფის გადამწყვეტი სერია აღმოჩნდა, რადგან ამ ორივე გუნდს საუკეთესო შედეგი ჰქონდათ დასავლეთ კონფერენციაში. დაძაბულ სერიაში გამარჯვებული სპურსი გამოვიდა, რომელმაც სანსის დამარცხება 6 მატჩში შეძლო. სერიაში ასევე შევიდა რობერტ ჰორის ჯარიმა სტივ ნეშზე, რომელიც მეოთხე მატჩში მოხდა, რის შედეგადაც ჰორის მომდევნო 2 თამაშის გამოტოვება მოუწია. ის, ვინც მეორე რაუნდის სერია სპურსი და სანს შორის აღიარა როგორც NBA ფინალური სერია, აღმოჩნდა მართალი, რადგან კონფერენციის ფინალში გუნდმა ადვილად დაამარცხდა იუტა ჯაზი 5 მატჩში. 2007 წლის NBA ფინალში კი სპურსი დაუპირისპირდა კლივლენდ კავალიერსს , სადაც შეძლო 4-0 გაემარჯვებინა, რითაც მეოთხე ტიტული მოიპოვეს უკანასკნელ 9 წლის განმავლობაში. დანკანმა ეს ჩემპიონობა აღიარა, როგორც „საუკეთესო ჩემპიონობა ამ ოთხ ჩემპიონობის შორის“. თუმცა მას ამჯერად არ შეხვდა NBA-ის ფინალის MVP-ის ჯილდო. [25] ჯილდო გადაეცა ტონი პარკერს, რომელიც ფინალში დომინირებდა და საშუალო 24.5 ქულა მოაგროვა 57% ზუსტი სროლით. ტონი პარკერი გახდა პირველი ევროპელი მოთამაშე, რომელმაც ფინალის MVP-ის ჯილდო მოიგო. [1]
2007 წლის NBA-ის დრაფტამდე, სპურსმა ოსტინ ტოროსი გადმოიყვანა NBA-ის D-ლიგიდან , რითაც გახდა NBA-ის მეორე გუნდი, რომელმაც გადმოიყვანა მოთამაშე განვითარების ლიგიდან. ამ ქმედებით, მის მოკავშირეს განვითარების ლიგაში ტოროსს, მისვა საუკეთესო მენეჯმენტის კონტროლი გუნდზე, რომელშიც ასევე შევიდა სამწვრთნელო, დაცვითი და თავდასხმითი სქემები.
ავატარი
Gaucho ავტორი
#41
2007-08
2007-08 წლის სეზონში სპურსმა რეგულარული სეზონი 56-26 შედეგით დაასრულა და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილი დაიკავა, სადაც 7 მოგება აშორებდა ყველა 8 პლეი-ოფში მონაწილე გუნდს. სეზონი გამოირჩეოდა მთავარი გაცვლებით ლიგაში, ყველაზე ცნობადი გაცვლა მოხდა, როდესაც ბოსოტნ სელტიკსმა გადაიბირა კევინ გარნეტი და რეი ალენი, ლეიკერსმა პოლ გასოლი, ხოლო სანმა კი შაკილ ონილი . სპურსმა შუა სეზონში შეძლო ქურთ თომასის გადმობირება სიეტლიდან . მიუხედავად იმისა, რომ სპურსმა 17-3 დაიწყო სეზონი და მათ შორის ზედიზედ 11 თამაში მოიგო თებერვალი - მარტის პერიოდში, სპურსი რჩებოდა მთავარი სამიზნე გაცვლების.
პლეი-ოფში სპურსი კვლავ ფინიქსს შეხვდა პირველ რაუნდში, სადაც პირველ თამაშში დამატებით დროში შეძლო გამარჯვება, საბოლოოდ კი სერია 4-1 მოიგო სპურსმა. მეორე რაუნდში გუნდს კრის პოლი და მისი ჰორნეტსი შეხვდა, სადაც გუნდებმა მძიმე ბრძოლა გამართეს 7 თამაშში, სადაც საბოლოოდ მაინც მოიპოვა სპურსმა გამარჯვება, ხოლო კონფერენციის ფინალში
კობი ბრაიანტი და მის ლეიკერსს შეხვდა, სადაც 5 მატჩში დამარცხდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#42
2009-10
2009 წლის NBA-ის დრაფტამდე 2 დღით ადრე, სპურსის გენერალურმა მენეჯერმა არ სი ბაფორდმა განაცხადა, რომ დაიწყებდა გუნდის გადახალისებას ასაკის გამო, [26] , მას შემდეგ რაც 29 წლის რიჩარდ ჯეფერსონი გადმოიყვანა მილუოკი ბაქსიდან . სპურსმა გაუშვა 38 წლის ბრუს ბოუენი, 36 წლის კურტ თომასი და 34 წლის ფაბრისიო ოლბერტო ბაქსში. რითაც საბოლოოდ გუნდმა 3 მე-2 რაუნდის არჩევნის უფლება მოიპოვა 2009 წლის დრაფტზე. მათმა არჩევანმა პიტსბურგ პანთერსიდან ფორვარდის დეხუან ბლეირის #37 არჩევანი შეფასებულია როგორც „მოპარული“ ანალიტიკოსების მიერ. [27][28] სპურსმა მოგვიანებით აირჩია 2 გარდი, [29] , მაიამი ჰარიკეინიდან შუთინგ გარდი ჯეკ მაკლინტონი და პოინტ/შუთინგ გარდი ნანდო საფრანგეთიდან, #51 და #53 არჩევნებად. 2009 წლის 10 ივლისს, სპურსმა დეტროიტ პისტონსის რიგებიდან გადმოიყვანა ანტონიო მაკდაიესი 3 წლიანი კონტრაქტით, რომელსაც $15 მილიონი გარანტირებულად უნდა მიეღო. [30]
საბოლოო ჯამში, სპურსი ტრამვიანობის გამო ძალიან წვალობდა რეგულარული სეზონის განმავლობაში, თუმცა მაინც მოახერხა გუნდმა კიდევ ერთი 50 მოგებიანი სეზონი ჩაეტარებინა, პლეი-ოფში გასულებს კი დალას მევერიქსის წინააღმდეგ მოუწია გადათამაშება. სპურსი #1 მატჩში დამარცხდა, თუმცა მოახერხა სერიის 6 მატჩში გამარჯვება. მიუხედავად ამისა, გუნდი 0-4 დამარცხდა შემდეგ ეტაპზე ფინიქს სანსის წინააღმდეგ.