ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ
კამპ ნოუს ისტორია, შეიძლება
ბევრმა იცის მაგრამ ბევრმაც არ
იცის. თუ ჩვენ გვსურს, რომ
ვიცოდეთ ყველაფერი ბარსელონაზე
კამპ ნოუ ბარსელონას ისტორიაში
დიდ როლს ასრულებს, ამიტომ ვწერ
ამ სტატიას.
1950 წლის ზაფხულში
“ბარსელონაში” ლადისლავ კუბალა
გამოჩდა. გარემარბმა, რომელიც
გოლის გატანის შესაშური ნიჭით
იყო დაჯილდოებული, ესპანურ
ფეხბურთში პირველი ადგილი
მალევე დაიკავა. ამ დროიდან
მოყოლებული, კატალონიური
კლუბის პოპულარობა დღითი–დღე
იზრდებოდა და არნახულ
მასშტაბებს აღწევდა. მიუხედავად
რამდენიმე რეკონსტრუქციისა, 1922
წელს აგებული სტადიონი “ლეს
კორტსი”, რომელიც 60 ათას
ადამიანს იტევდა,
გულშემატკივართათვის საკმარისი
აღარ იყო. 1950 წლის 19
სექტემბერს კლუბის დირექტორთა
საბჭომ “ლეს კორტსთან” ახლოს
მიწის ნაკვეთი იყიდა. მაგრამ
რამდენიმე თვეში გაყიდა, რადგან ამ
ადგილზე სტადიონის აშენება
ქალაქის სამშენებლო კოდექსით
დაუშვებელი იყო.
1953 წლის ნოემბერში
“ბარსელონას” პრეზიდენტი
ფრანცისკ მირო–სანსი გახდა.
თანამდებობაზე მოსვლისთანავე მან
განაცხადა, რომ მისი მუშაობის
პრიორიტეტი ახალი, თანამედროვე
სტადიონის აგება იქნება. ამ
ისტორიულ განცხადებას ადგილი
1954 წლის 28 მარტს, 60 ათასი
გულშემატკივრის თანდასწრებით
ჰქონდა. სტადიონის მშენებლობაზე
პირველი ქვის დადება იყო მისი
ბარსელონას არქიეპისკოპოსის,
გრეგორიო მოდრეგოს მიერ
კურთხევა. ამჟამად ჩვენთვის უკვე
კარგად ცნობილ “კამპ ნოუს”
დაპროექტებაზე კი მუშაობა ხოსეპ
სოტერაუს მაურიმ და ფრანცესკ
მიტჯანს მირომ (პტეზიდენ მირო–
სანსის ნახევარძმა) ლორენცო
გარსია ბარბონას მეთაურობით
დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ
ცნობილიხდება, რომ სტადიონის
მშენებლობა 66 მილიონი პესეტა
დაჯდება. ასევე ცნობილი გახდა,
რომ სტადიონის აშენება
წელიწადნახევარი დასჭირდებოდა.
გარკვეული დროის შემეგ კი ცხადი
ხდება, რომ აღნიშნული თანხა
მშენებლობას არ ჰყოფნის და
კლუბიც დიდ მსხვერპლზე მიდის:
კლუბის აქციების გარკვეული
ნაწილი 100 მილიონ პესეტად
იყიდება, კიდევ 60 მილიონ პესეტას
კი ბანკი კრედიტის სახით დებს
მშენებლობაში. საერთო ჯამში
ახალი სტადიონი 288 მილიონი
პესეტა დაჯდა და მშენებლობის
ვალებს “ბარსელონა” კიდევ კარგა
ხნის განმავლობაში ისტუმრებდა.
სტადიონის ოფიციალურად გახსნის
ცერემონიალის თარიღად 1957 წლის
24 სექტემბერი დასახელდა. კლუბის
და მთელი ქალაქისთვის ამ
მართლაც ისტორიულ დღემდე სამი
დღით ადრე, “ბარსას” დირექტორთა
საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ
ზეიმი დაწყებულად
გამოცხადებულიყო. საზეიმო
პროგრამაში მონაწილეობას
ღებულობდნენ კლუბის სხვადასხვა
სექციების წარმომადგენლები.
სპეციალურად საზეიმო
ცერემონიალისთვის, ცნობილმა
პოეტმა – ხოსეპ საგარმა დაწერა
სონეტა “ბლაუგრანა”. ასევე “კამპ
ნოუს” მიეძღვნა კლუბის ახალი
ჰიმნი, რომლის ტექსტი ხოსეპ
ბადის, მუსილა კი ადოლფ კაბანის
ეკუთვნოდა. გახსნის ცერემონილის
დღეს მთელი ქალაქი ლურჯ და
ბროწეულისფერ ფერებში იყო
მორთული. ცერემონიალს არაერთი
სპორტული თუ საზოგადო მოღვაწე
ესწრებოდა. იყვნენ კატალონიის
მთავრობის წარმომადგენლებიც.
სტადიონზე იმყოფებოდა
ბარსელონას მერი, ხოსეპ
პორსიოლესიც. საზეიმო პარადის და
ახალი ჰიმნის შესრულების შემდეგ,
დადგა ახალ სტადიონზე პირველი
მატჩის გამართვის ჯერიც.
“ბლაუგრანას” პირველი მეტოქე
“კამპ ნოუზე” ვარშავის ლეგია იყო,
რომელიც კატალონიელებმა 4:2
დაამარცხეს. ახალ სტადიონზე
პირველი გოლი, თამაშის
მეთერთმეტე წუთზე, ეუხენიო
მარტინესმა გაიტანა. შესვენებაზე
კი ტრიბუნებზე ათი ათასი მტრედი
იქნა გაშვებული. ასე დაიწყო
“ბარსელონას” ისტორიაში ახალი
ერა. “ლეგიასთან” შეხვედრაში
კატალონიელებმა შემდეგი
შემაგენლობით ითამაშეს:
რამალესი, ოლიველა (გრასია 46),
ბრუგუ, სეგარა, ბერგისი (ფლოტატსი
46), ჟენსანა (ბოში 46), ბასორა
(ჰერმესი 46), ველვერდი (რიბელესი
46), მარტინესი (სემპლერდო 46),
კუბალა (ევერისტო 46), ტეჰადა.
გოლების ავტორები კი
მასპინძელთა მხრიდან მარტინესი,
ტეჰადა, სამპლედრო და ევარისტო
გახდნენ. პირველ მატჩს
ტრიბუნებიდან თვალს 90 ათასი
გულშემატკივარი ადევნებდა.
კამპ ნოუს ისტორია, შეიძლება
ბევრმა იცის მაგრამ ბევრმაც არ
იცის. თუ ჩვენ გვსურს, რომ
ვიცოდეთ ყველაფერი ბარსელონაზე
კამპ ნოუ ბარსელონას ისტორიაში
დიდ როლს ასრულებს, ამიტომ ვწერ
ამ სტატიას.
1950 წლის ზაფხულში
“ბარსელონაში” ლადისლავ კუბალა
გამოჩდა. გარემარბმა, რომელიც
გოლის გატანის შესაშური ნიჭით
იყო დაჯილდოებული, ესპანურ
ფეხბურთში პირველი ადგილი
მალევე დაიკავა. ამ დროიდან
მოყოლებული, კატალონიური
კლუბის პოპულარობა დღითი–დღე
იზრდებოდა და არნახულ
მასშტაბებს აღწევდა. მიუხედავად
რამდენიმე რეკონსტრუქციისა, 1922
წელს აგებული სტადიონი “ლეს
კორტსი”, რომელიც 60 ათას
ადამიანს იტევდა,
გულშემატკივართათვის საკმარისი
აღარ იყო. 1950 წლის 19
სექტემბერს კლუბის დირექტორთა
საბჭომ “ლეს კორტსთან” ახლოს
მიწის ნაკვეთი იყიდა. მაგრამ
რამდენიმე თვეში გაყიდა, რადგან ამ
ადგილზე სტადიონის აშენება
ქალაქის სამშენებლო კოდექსით
დაუშვებელი იყო.
1953 წლის ნოემბერში
“ბარსელონას” პრეზიდენტი
ფრანცისკ მირო–სანსი გახდა.
თანამდებობაზე მოსვლისთანავე მან
განაცხადა, რომ მისი მუშაობის
პრიორიტეტი ახალი, თანამედროვე
სტადიონის აგება იქნება. ამ
ისტორიულ განცხადებას ადგილი
1954 წლის 28 მარტს, 60 ათასი
გულშემატკივრის თანდასწრებით
ჰქონდა. სტადიონის მშენებლობაზე
პირველი ქვის დადება იყო მისი
ბარსელონას არქიეპისკოპოსის,
გრეგორიო მოდრეგოს მიერ
კურთხევა. ამჟამად ჩვენთვის უკვე
კარგად ცნობილ “კამპ ნოუს”
დაპროექტებაზე კი მუშაობა ხოსეპ
სოტერაუს მაურიმ და ფრანცესკ
მიტჯანს მირომ (პტეზიდენ მირო–
სანსის ნახევარძმა) ლორენცო
გარსია ბარბონას მეთაურობით
დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ
ცნობილიხდება, რომ სტადიონის
მშენებლობა 66 მილიონი პესეტა
დაჯდება. ასევე ცნობილი გახდა,
რომ სტადიონის აშენება
წელიწადნახევარი დასჭირდებოდა.
გარკვეული დროის შემეგ კი ცხადი
ხდება, რომ აღნიშნული თანხა
მშენებლობას არ ჰყოფნის და
კლუბიც დიდ მსხვერპლზე მიდის:
კლუბის აქციების გარკვეული
ნაწილი 100 მილიონ პესეტად
იყიდება, კიდევ 60 მილიონ პესეტას
კი ბანკი კრედიტის სახით დებს
მშენებლობაში. საერთო ჯამში
ახალი სტადიონი 288 მილიონი
პესეტა დაჯდა და მშენებლობის
ვალებს “ბარსელონა” კიდევ კარგა
ხნის განმავლობაში ისტუმრებდა.
სტადიონის ოფიციალურად გახსნის
ცერემონიალის თარიღად 1957 წლის
24 სექტემბერი დასახელდა. კლუბის
და მთელი ქალაქისთვის ამ
მართლაც ისტორიულ დღემდე სამი
დღით ადრე, “ბარსას” დირექტორთა
საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ
ზეიმი დაწყებულად
გამოცხადებულიყო. საზეიმო
პროგრამაში მონაწილეობას
ღებულობდნენ კლუბის სხვადასხვა
სექციების წარმომადგენლები.
სპეციალურად საზეიმო
ცერემონიალისთვის, ცნობილმა
პოეტმა – ხოსეპ საგარმა დაწერა
სონეტა “ბლაუგრანა”. ასევე “კამპ
ნოუს” მიეძღვნა კლუბის ახალი
ჰიმნი, რომლის ტექსტი ხოსეპ
ბადის, მუსილა კი ადოლფ კაბანის
ეკუთვნოდა. გახსნის ცერემონილის
დღეს მთელი ქალაქი ლურჯ და
ბროწეულისფერ ფერებში იყო
მორთული. ცერემონიალს არაერთი
სპორტული თუ საზოგადო მოღვაწე
ესწრებოდა. იყვნენ კატალონიის
მთავრობის წარმომადგენლებიც.
სტადიონზე იმყოფებოდა
ბარსელონას მერი, ხოსეპ
პორსიოლესიც. საზეიმო პარადის და
ახალი ჰიმნის შესრულების შემდეგ,
დადგა ახალ სტადიონზე პირველი
მატჩის გამართვის ჯერიც.
“ბლაუგრანას” პირველი მეტოქე
“კამპ ნოუზე” ვარშავის ლეგია იყო,
რომელიც კატალონიელებმა 4:2
დაამარცხეს. ახალ სტადიონზე
პირველი გოლი, თამაშის
მეთერთმეტე წუთზე, ეუხენიო
მარტინესმა გაიტანა. შესვენებაზე
კი ტრიბუნებზე ათი ათასი მტრედი
იქნა გაშვებული. ასე დაიწყო
“ბარსელონას” ისტორიაში ახალი
ერა. “ლეგიასთან” შეხვედრაში
კატალონიელებმა შემდეგი
შემაგენლობით ითამაშეს:
რამალესი, ოლიველა (გრასია 46),
ბრუგუ, სეგარა, ბერგისი (ფლოტატსი
46), ჟენსანა (ბოში 46), ბასორა
(ჰერმესი 46), ველვერდი (რიბელესი
46), მარტინესი (სემპლერდო 46),
კუბალა (ევერისტო 46), ტეჰადა.
გოლების ავტორები კი
მასპინძელთა მხრიდან მარტინესი,
ტეჰადა, სამპლედრო და ევარისტო
გახდნენ. პირველ მატჩს
ტრიბუნებიდან თვალს 90 ათასი
გულშემატკივარი ადევნებდა.