nawili[2]

0 3
ავატარი
Nukri
#1
ვაგრძელებთ ფენომენის განსაკუთრებულ ისტორიაზე საუბარს, რომელიც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატით შემოიფარგლება.

ბრაზილიის ნაკრები არ ყოფილა ტურნირის მთავარი ფავორიტი, რასაც აღნიშნავდნენ ფრანგი ჟურნალისტები და თავად ფეხბურთელებიც. რათქმაუნდა სამხრეთ ამერიკელები შედიოდნენ იმ გუნდების რიცხვში, რომელთაც შეეძლოთ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მაგრამ მინიმუმ შემადგენლობით ისინი არაფრით არ აღემატებოდნენ: იტალიის, საფრანგეთის, არგენტინის და ჰოლანდიის ნაკრებებს. გერმანელებმა პეინსიონერების გუნდი წაიყვანეს, ინგლისელებმა კი უბრალოდ არ იციან პენალტების შესრულება. სწორედ ამიტომ ეს ორი გუნდი თუ ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მხოლოდ სახელის გამო.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი სპეციალისტებიც არ მიიჩნევდნენ საკუთარ ქვეყანას მუნდიალის ფავორიტად და ამის არაერთ მიზეზს ასახელებდნენ. სელესაოს საფრანგეთში ჩასვლამდე კი ბრაზიულიურ საფეხბურთო ჟურნალ "პლაკარში" გამოქვეყნდა წერილი სათაურით: "50 მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიგებს ბრაზილია მსოფლიო თასს". ჩამონათვალში რამოდენიმე საინტერესო მიზეზი იყო დასახელებული: "...ჯგუფში ნაკრები შოტლანდიასთან ერთად მოხვდა, ასეთ შემთხვევაში კი წარმატება გამორიცხულია. ასე იყო ეს მსოფლიოს 1974, 82 და 90 წლების ჩემპიონატებზეც და ნაკრებს ყველა ამ შემთხვევაში ხელი მოეცარა;...გუნდმა ძალიან მოკლევადიანი მოსამზადებლი ეტაპი გაიარა და ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მზად არ არის;...ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 30,5 წელია, ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ...".

ჯგუფი ბრაზილიელებს ნამდვილად მარტივი შეხვდათ. ყოველშემთხვევაში შოტლანდიის, ნორვეგიის და მაროკოს ნაკრებები მარიო ზაგალოს გუნდისთვის არ უნდა ყოფილიყვნენ სერიოზული მეტოქეები. თუმცა პირველი მატჩის წინ, რომელიც ბრაზილიას შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა მოხდა საინტერესო და უსიამუვნო ინციდენტი. სელესაოს გულუხვმა სპონსორმა, "Nike"-მა გადაწყვიტა, რომ მთელი ნაკრები წაეყვანა რაღაც ღონისძიებაზე, საკმაოდ ცხელ ამინდში. მოულოდნელად ფეხბურთელების ირგლივ გაჩნდა ასობით ჟურნალისტი, არადა ამის შესახებ ბრაზილიელები არ ყოფილან ინფორმირებულნი. ბევრი იმედგაცრუებით აღნიშნავდა, რომ გუნდს უბრალოდ არ აძლევდნენ შოტლანდიასთან მატჩისათვის მომზადებას.

ცხადია ყველა მოელოდა, რომ ბრაზილიის ნაკრები იფრენდა და გადაუვლიდა ბრიტანელებს. გულშემატკივარი ელოდა სამხრეთ ამერიკელებისგან ექსტრავაგანტულ თამაშს და მდიდარ სანახაობას. ამის მიზეზი კი მარტივი იყო: ბრაზილიელები ტრადიციულად აღიქმებოდნენ, როგორც ბურთის ილუზიონისტები, ბრიტანელები კი "ძვლებში" თამაშის სპეციალისტები. თუმცა მინდორზე გამოჩნდა, რომ შოტლანდია საკმაოდ ორგანიზებული გუნდი იყო, სადაც ყველაზე მთავარი იყო დისციპლინა. სწორედ ამიტომ მატჩი ნამდვილად არ გამოდგა ისეთი უხეში, როგორსაც ელოდნენ. ბრაზილიელებს გაუჭირდათ, რაც პრინციპში ლოგიკურიც არის. მარიო ზაგალოს გუნდმა რთული დაპირისპირება 2:1 მოიგო. გადამწყვეტი აღმოჩნდა გორდონ დიურის პოზიციური შეცდომა, რომლის შედეგადაც კაფუ დარჩა მარტო მეკარესთან, მისი დარტყმული მოიგერია ლეიტონმა, მაგრამ ბურთი მოხვდა ჯონ კოლინსს და კარის ბადეში შევარდა. რონალდო კი პირველ ტაიმში ერთი საოცარი სოლორეიდით და მეორე ნახევარში რამოდენიმე გაქცევით შემოიფარგლა, მეტი არაფერი. აბსოლიტურად არანაერი მაგია, გენიალურობა, ფენომენალურობა, უბრალოდ - აქტიურობა.

ამის ახსნა რათქმაუნდა შეიძლება იმით, რომ ეს იყო პირველი მატჩი ამხელა ტურნირზე, რის გამოც ფენომენი განსაკუთრებით ნერვიულობდა. სწორედ ამიტომ ყველა მიიჩნევდა, რომ რონალდო თავის საუკეთესო ფეხბურთს უკვე შემდეგ თამაშებში შემოგვთავაზებდა. თუმცა საქმეში კვლავ ჩაერთო პრობლემები, რომელიც ქმნიდა არასასურველ და დისკომფორტულ გარემოს.

მაროკოს წინააღმდეგ მატჩამდე რამოდენიმე დღით ადრე რონალდო შეხვდა ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს და პირადი პრობლემების მოგვარების მიზნით თხოვა 1 დღით გაენთავისუფლებინა ბანაკიდან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მარიო ზაგალომ მიიღო საკუთარი შეგირდის წინადადება, რითიც სიტუაცია გაცილებით დაამძიმა, თანაც ორმაგად: გამოცდილი ფეხბურთელები უკმაყოფილონი დარჩნენ ახალგაზრდა ფეხბურთელის, თუნდაც გენიალურის, საქციელით. პარალელურად კი რონალდოს, რომელიც საცოლესთან ურთიერთობების დალაგების გამო დაეთხოვა ზაგალოს, კიდევ უფრი ცხარე კონფლიქტი მოუვიდა თავის რჩეულთან და გაართულა სიტუაცია.

თუმცა ამას არ შეუშლია ფენომენისთვის ხელი, რათა გაეტანა პირველი გოლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. მას ამისათვის მხოლოდ 9 წუთი დასჭირდა. რივალდოს იდეალური პასის შემდგომ რონალდომ საჯარიმო ხაზიდან ზუსტად დაარტყა და გახსნა საკუთარი ანგარიში მუნდიალებზე. პირველი ტაიმის ბოლოსკენ რივალდომ ულამაზესი კომბინაცია დააგვირგვინა და გატეხა მეტოქე. მეორე ნახევრის დებიუტში კი რონალდომ შესანიშნავი სოლორეიდი განახორციელა და ზუსტი პასით ცარიელ კარში გაატანინა ბებეტოს. მატჩის შემდგომ ფენომენი ამბობდა: "მე სიამუვნებას ვიღებ რივალდოსთან ერთად თამაშით. ჩვენ კვლავ სრულიად თავდაჯერებულები ვართ და გვინდოდა, რომ მთავარ არბიტრს კიდევ დიდი ხანი არ ჩაესტვინა".

მაშინ, როდესაც ბრაზილიელები საკუთარ თამაშს ნახულობენ და არ უნდათ, რომ მატჩი დასრულდეს - საშინელი განგაშის ზარია მეტოქე გუნდებისთვის. თუმცა ეიფორია მალევე ჩაცხრა. ზაგალომ ბრაზილიელთათვის უმნიშვნელო მატჩში, ნორვეგიელების წინააღმდეგ დააყენა ძირითადის, თამაშის შეწყვეტა რომ არ უნდოდათ ის ფეხბურთელები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ნორვეგიელები აშკარად წააგავდნენ შოტლანდიის ნაკრებს ფიზიკური მომზადების და დისციპლინის თვალსაზრისით. განსხვავება კი ის იყო, რომ ეგილ ოლსენის გუნდში გაცილებით უკეთესი ინდივიდუალური შემსრულებლები იყვნენ და ევროპელებს მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ. ანგარიში მხოლოდ 78-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც დენილსონის ფანტასტიკური მოქმედების და ჩაწოდების შედეგად ბებეტომ თავით გახსნა ანგარიში. თუმცა მალევე ტორე ანდრე ფლომ ბავშვივით მოატყუა ჟუნიორ ბაიანო და ანგარიში გაათანაბრა. ზუსტად 5 წუთში კი იმავე ფლოს წინააღმდეგ თამაშის წესების დარვევის საფუძველზე დაინიშნა პენალტი ტაფარელის კარში. თერთმეტმეტრიანი კიეტილ რეკდალმა გამოიყენა და სკანდინავიელები მეორე ადგილზე გავიდნენ ჯგუფში.

გასაოცარია, რომ აბსოლიტურად უწყინარუ მატჩში მარიო ზაგალოს არცერთი ცვლილება არ განუხორციელებია. მას არ სურდა, რომ ფეხბურთელებს დაეკარგათ სათამაშო რითმი და ტონუსში ტოვებდა მათ, მიუხედავად ტრავმების მიღების მაღალი რისკისა. ჯერ კიდევ მაროკოსთან მატჩის შემდეგ გრძნობდა რონალდო ტკივილებს კუნთში, მაგრამ არც მას დაუსვენია. ბიჭუნას ყველაზე მეტად უნდოდა თამაში. მას სურდა მხოლოდ ფეხბურთის თამაში და ყველანაერი სხვა პრობლემის დავიწყება, რომელიც ეხებოდა პირად ცხოვრებას, სპონსორებს და ა.შ.

ჭორები მისი ტრავმის და პირადში პრობლემების შესახებ იმდენად მობეზრდა რონალდოს, რომ სპეციალური პრესკონფერენციაც მოიწვია, სადაც გასცა პასუხი არასაფეხბურთო კითხვებს. ერთისმხრივ ეს იყო კარგი, რათა თავიდან აერიდებინა ყველანაერი სპეკულაციები, მაგრამ მეორესმხრივ - აშკარა იყო, რომ ბრაზილიელი ნერვიულობდა და ეს საუბარი მას უფრო დააზარალებდა. ამით ისარგებლეს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა და შემდეგივე დღეს დაწერეს, რომ რონალდოს საცოლე საფრანგეთში არა მის სანახავად ჩავიდა, არამედ იმისათვის, რომ შეხვდეს ერთ-ერთ ბრაზილიელ ჟურნალისტს.

ბევრ კითხვაზე პასუხი მერვედფინალურ მატჩში უნდა გვეხილა, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ. ბრაზილიელებს მარცხს არანაერ გარემოებაში არ აპატიებდნენ, ჩილელები კი პირიქით, მშვიდად და წყნარად გავიდნენ მინდორზე. თუმცა ზაგალოს გუნდი ნამდვილად "მკვლელად" იქცა, ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა და პირველივე ტაიმში დაასრულა ყველაფერი. ჯერ სესარ სამპაიომ გაიფორმა დუბლი, რომელიც ორჯერ ჩაერთო შეტევაში წარმატებულად სტანდარტულების დროს, შემდეგ კი რონალდომ პენალტი მოიპოვა და თავადვე გარდასახა გოლად. რონალდომ გაიტანა თუ არა თერთმეტმეტრიანი, მატჩის ტრანსლიაციის რეჟისორმა კადრი უმალვე მის საცოლე სიუზან ვერნერზე გადაიტანა და აქცენტი მის რეაქციაზე კეთდებოდა. სამწუხაროდ ასეა, რაც არ უნდა გაეკეთებინა რონალდოს მინდორზე ეს იყო ცოტა, ხალხს მალე დაავიწყდება იმ გუნდის ტაქტიკური სქემა, მაგრამ სასიყვარული ისტორიებზე წლების განმავლობაში ისაუბრებენ.
საქმე გაკეთებული იყო, შესაბამისად ბრაზილიელებს შეეძლოთ ძალების შენახვდა და მეოთხედფინალზე ფიქრის დაწყება. თუმცა შესვენების შემდეგ რონალდომ ისეთი ამბავი დამართა ჩილელ მცველებს და ისეთი მონდომებული იყო, თითქოს ანგარიშში სხვაობა მინიმალური ყოფილიყო. გოლი, ძელი, ხარიხა, რამოდენიმე სახიფათო დარტყმა - ფენომენი მთავარი მოქმედი პირი იყო მინდორზე და ნამდვილად უდიდეს სიამუვნებას იღებდა თამაშისგან. მატჩის შემდგომ რონი გადაეხვია ლეგენდარულ ივან სამორანოს, ისაუბრეს, და შემდეგ ფენომენმა არც პრესასთან ხანგრძლივ საუბარზე თქვა უარი.

ამ ყველაფერს კი დაემატა საკმაოდ მოულოდნელი და სასიამუვნო სიურპიზი. იმავე დღეს თავისი თამაში ჩაატარა სკუადრა აძურამ, მაგრამ მილანის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი საკუთარი კლუბის მოთამაშის მხარდასაჭერად მივიდა ბრაზილიის თამაშზე. ფენომენმა ეს შეიტყო და უარი თქვა მოთამაშეებთან მაისურის გაცვლაზე, რათა იგი მილანური კლუბის პრეზიდენტისთვის გადაეცა.

ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდებოდა, მოთამაშის შინაგანი მდგომარეობა უმჯობესდებოდა და შესაბამისად მთლიანად გუნდისაც. თუმცა ეს იყო მხოლოდ სურათი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ხედავდა. ათობით ბრძენი კი რწმუნდებოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო და უფრო გროვდებოდა. ნათესავები ტანჯავდნენ 21 წლის ბიჭუნას საკუთარი პრობლემებით, რონალდოს მშობლები კი გაცილებულნი იყვნენ და პარიზში სხვადასხვა ბინაში ცხოვრობდნენ. პრინციპში, როდესაც მსოფლიო თასზეა საუბარი ეს ყველაფერი შესაძლოა ცოტა ხნით გვერდზე გადაიდოს. ყოველშემთხვევაში თავად რონალდო ასე თვლიდა: მე ვთამაშობ ბრაზილიის გამო, ჩემი ქვეყნისათვის. თუ ჩემით იამაყებს ერი, მაშინ ტყუილად არ მიშრომია".
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება რონალდოს ცხოვრების ოცნება იყო. გარდა ამისა ტიტულის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მთლიანად ქვეყნისათვის და რათქმაუნდა გულშემატკივრებისთვის. მაროკოსთან მატჩის შემდგომ რონალდო მართლაც გრძნობდა ტკივილებს. არის ვერსია, რომ ნაკრების სპონსორი "Nike" სერიოზულ ზეწოლას ანხორციელებდა ფედერაციაზე და სამწვრთნელო შტაბზე, რადგან სხვანაერად უბრალოდ წარმოუდგენელია რატომ უნდა გაიყვანო ტრავმირებული ლიდერი უმნიშვნელო მატჩში. თუმცა მოდი სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს, რომელიც ამ ვერსიას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. რონალდო იყო ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი და გამოდიოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, არის საჭირო რაიმის დამატება?

გაგრძელება იქნება...

მსგავსი თემები

Nukri ·· ფეხბურთი
1პასუხი2ნახვა
ავატარიNukri8 ივლისი 2015, 00:13
Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri11 ნოემბერი 2014, 00:39
Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri21 ივნისი 2014, 10:43
Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri21 ივნისი 2014, 10:38