გთავაზობთ ფენომენის ბრწყინვალე ისტორიის დასკვნით ნაწილს.
დანიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მეოთხედფინალურ მატჩს ყველა სულმოუთმენლად ელოდა. მაყურებელს მორიგი "გოლების ბანკეტი" სურდა ბრაზილიის ნაკრებისგან, მაგრამ არ დავივიწყოთ მეტოქე. მაროკოს ნაკრების განადგურების შემდეგ, მარიო ზაგალოს გუნდმა ნორვეგიასთან წააგო, ბო იოჰანსონის გუნდი კი გაცილებით ძლიერი იყო. მაშინდელ დანიის ნაკრებში მაგიური მიჰაელ ლაუდრუპი, შეუპოვარი პიტერ შმეიხელი და შეუჩერებელი ბრაიან ლაუდრუპი გამოდიოდნენ. აქედან გამომდინარე ბრაზილიის ნაკრების არც თუ საიმედო დაცვის ცენტრის მცირე უყურადღებობა და დანიელები მინიმალურ შანსსაც არ გაუშვებდნენ ხელიდან.
ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ ბრაზილიელი გულშემატკივრები. მიუხედავად ჩილეს ნაკრების კარში გატანილი 4 გოლისა, ისინი უსტვენდნენ ეროვნული გუნდის თავკაც მარიო ზაგალოს, რადგან თვლიდნენ, რომ იყო მშიშარა და ზედმეტად ფრთხილი. ეს აბსოლიტურად გასაგებიც იყო, რადგან ბრაზილიაში მხოლოდ ტიტულებს და შედეგს არავინ ითხოვდა, აუცილებელი იყო გოლების წვიმა, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი, რომლის დროსაც პრაგმატიზმს და დაცვაში თამაშს ადგილი არ უნდა ჰქონოდა. თუმცა მწვრთნელი, რომელიც ამ მხრივ იყო გამოცდილი, იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა: როდის გაეხარებინა პუბლიკა და როდის გაენაწყენებინა; როდის ეთამაშა სამი თავდამსხმელით და როდის სამი საყრდენით მოედნის ცეტნრში.
თუმცა სხვა საქმეა - მსოფლიო ჩემპიონატი. ტურინი ძალზედ სპეციფიურია, სადაც თითოეულ მატჩს აქვს საკუთარი წონა. როდესაც გრძელ ტურნირებზე არის რისკის, ექსპერიმენტების, როტაციის საშუალება, აქ აუცილებელია თითოეული გადადგმული ნაბიჯის ზუსტად გათვლა, რათა ერთი თვის განმავლობაში გუნდი იყოს ფორმაში, ტონუსში და კარგ განწყობაზე. საბოლოოდ ეს ერთი თვე არის 4 ნაკრების, რომელთაც უფრო გაუმართლათ ანაც უფრო მაღალი კლასის ხარჯზე დაჯაბნეს დანარჩენი 28 მოწინააღმდეგე.
მარიო ზაგალო დიდი ხანი უმკლავდებოდა და უძლებდა მასზე განხორციელებულ უდიდეს ზეწოლას, მაგრამ დანიის ნაკრებთან მატჩის შემდგომ სპეციალისტს ნერვებმა უმტყუნა. ამის შედეგად ბრაზილიიდან გამოგზავნილი იქნა სპეციალისტები, რომლებიც ნაკრების ექიმებთან ერთად ცდილობდნენ მთავარი მწვრთნელის გამოკეთებას. ცხადია დიაგნოზი იყო ლოგიკური - ნერვული სტრესი. მიუხედავად იმისა, რომ მარიო ზაგალოს 32 წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება ჰქონდა, ისიც ადამიანია და რთულად ასატანი გამოდგა ის სიტყვები რასაც მისი მიმართულებით ამბობდნენ ბრაზილიელი გულშემატკივრები ვარჯიშებზე, მოთელვის და უშუალოდ მატჩის დროს. რაც შეეხება დანიელებთან გამართულ შეხვედრას, რონალდო შესანიშნავი იყო. ფენომენმა ორი ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა, მთელი მატჩის განმავლობაში აწამებდა მეტოქის მცველებს, მაგრამ შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. რონალდო-რივალდოს წინააღმდეგ ძმები ლაუდრუპები თამაშობდნენ...
...მატჩის დებიუტშივე ბრაიან ლაუდრუპი შეიჭრა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში, დააგორა ბურთი და იორგენსენმა მეორე წუთზე გახსნა ანგარიში. ნელმა ალდაირმა და ჟუნიორ ბაიანომ ვერ შეაჩერეს "უდინეზეს" ნახევარმცველი. თუმცა მალევე ფენომენმა ფანტასტიკური პასი გაუკეთა ბებეტოს და მანაც საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად გაისროლა - 1:1. ამის შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც მიჰაელ ლაუდრუპმა ძალიან უხეშად ითამაშა და მწვავედ მიარტყა ფეხი რონალდოს, მაგრამ მსაჯს ეს არც კი შეუმჩნევია. აღსანიშნავი კი ის არის, რომ ფენომენს ჩხუბი არ დაუწყია, ადგა და განაგრძო თამაში. 25-ე წუთზე კი დუნგამ კარგად ითამაშა ართმევაზე, ფენომენმა კი მაშინ, როდესაც ყველა მისგან დარტყმას ელოდა, რივალდოს დაუგორა და მანაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულა - 2:1. რითი უპასუხეს ძმებმა? მეორე ტაიმის დასაწყისში ბრაიან ლაუდრუპმა რობერტო კარლოსის სასაცილო შეცდომა გამოიყენა და გაათანაბრა ანგარიში. ბრაზილიის ნაკრების მარცხენა მცველმა მაკრატელათი მოინდომა ბურთის გამოტონა და ააცილა ფეხი. თუმცა ძალიან მალე განსხვავება შექმნა ფეხბურთელმა, რომლისთვისაც ეს მატჩი იყო სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო. დუნგას პასის შემდეგ რივალდომ კარიდან დაახლოებით 30 მეტრში მიიღო ბურთი, ბებეტომ და რონალდომ მცველების ყურადღება გონივრულად მოიპოვეს, რივას კი მიეცა საშუალება და მანაც უზუსტესი დარტყმით უშანსოდ დატოვა პიტერ შმეიხელი, რომლის ეფექტურმა ნახტომმაც უფრო გაალამაზა ეს გოლი.
ასე გავიდა ნახევარფინალში მარიო ზაგალოს გუნდი, რონალდომ კი მატჩის შემდგომ განაცხადა: "მე არ ჩავიციკლები გოლებზე. პარტნიორების საგოლე პასებით მომარაგება არანაკლებ სასიამუვნოა, თანაც უფრო ადვილია, ვიდრე თავად გატანა. ჩვენი მიზანი -მსოფლიო თასია, ჩემი მიზანი - მსოფლიო თასია. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობა კი არის ინდივიდუალური მიზანი, რომელიც გაცილებით ნაკლები მნიშვნელობის არის ვიდრე ერთიანი მიზანი.
ნახევარფინალის წინ პრესა აქებდა ბრაზილიას. პირველ რიგში ქება მიმართული იყო მარიო ზაგალოს მიმართ, რომელმაც როგორც ჩანს იპოვნა ზუსტი მიდგომა რონალდოსადმი. ფენომენი უფრო დახვეწილი, მშვიდი, მიზანდასახული, გუნდური და დისციპლინირებული გახდა. ჰაინცეს და ლაუდრუპის საშინელი ჯარიმების შემდეგ მას არ დაუწყია მსაჯთან ან ფეხბურთელებთან კონფლიქტი, კაცურად განაგრძო თამაში და ბრწყინვალედ იმოქმედა კიდეც. გარდა ამისა მან რივალდოს გაუკეთა პასი იმ პოზიციიდან, საიდანაც აქამდე იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატებში 10-დან ყველა შემთხვევაში კარში ურტყამდა ხოლმე. ამ ყველაფერს კარგად ხედავდნენ გულშემატკივრები და ჟურნალისტები, ამიტომ ზეწოლის გრადუსი შემცირდა და სიტუაციაც ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო ჰოლანდიის ნაკრები სამხრეთ ამერიკელთა ყველაზე ორგანიზებული და კვალიფიციური მეტოქე გამოდგა. ნარინჯისფრებს კარგი შემადგენლობა ჰყავდათ, გამოცდილი მწვრთნელი და იდეალურად ორგანიზებული გუნდი. ეს იყო თამაში, რომელიც ფინალადაც კი გამოდგება, ორი აბსოლიტურად თანაბარი გუნდის შესრულებით. რონალდოს წინააღმდეგ იმ დღეს ლეგენდარული ფრანკ დე ბური და იაპ სტამი თამაშობდნენ. ჰოლანდიელები ბრაზილიელს აშკარად ჩაგრავდნენ ფიზიკურად, მაგრამ ტექნიკურად რონალდო დე ბურს აწამებდა, სტამთან ცოტათი უჭირდა, მაგრამ მასაც კარგად ახაზინებდა რვიანებს.
რონი კვლავ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა იყო მინდორზე. რონალდო პირველ ტაიმშიც გამოირჩა არაერთი ლამაზი მომენტით, როდესაც ელეგანტურად გასცდა მოწინააღმდეგეებს. მეორე ტაიმის დებიუტში კი მან გააკეთა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ფენომენს არაფერი განსაკუთრებული არ უქნია, რივალდომ იდეალურად ჩაჰკიდა ბურთი, მან კი მოიგო პოზიცია და მარტივად გახსნა ანგარიში. ჰოლანდიელები ორჯერ ძალიან ახლოს იყვნენ გოლთან, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ანიავებდნენ საგოლე მომენტებს. ამის გამო რონალდოს უნდა დაესაჯა ჰოლანდია, როდესაც ერთ-ერთზე დარჩა ედვინ ვან დერ სართან, მაგრამ გმირული სპრინტი განახორციელა ედგარ დავიდსმა და ააცალა ბურთი ფეხიდან ფენომენს. უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივ რონალდო აუცილებლად გაიტანად ამ პოზიციიდან, მაგრამ ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური თამაში. 87-ე წუთზე კი რონალდ დე ბურის ჩაწოდების შემდეგ პატრიკ კლიუვერტმა შესანიშნავი თავურით აღადგინა წონასწორობა. რონალდო საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა, იმის მაგივრად, რომ ანგარიში 2:0 ყოფილიყო, ბრაზილიას მოუწია დამატებითი დროის თამაში და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდეც მივიდა.
მიუხედავად ამისა რონის არ შეეშინდა ბურთთან მისვლა და პირველი სწორედ მან შეაგდო. ამის შემდგომ წარმატებული სერია იყო, მაგრამ 3:2-ზე კლაუდიო ტაფარელიმ კვლავ გამოავლინა საკუთარი გენიალურობა და ორი შესანიშნავი პენალტი აუღო ფილიპ კოკუს და რონალდ დე ბურს. სწორედ მისი ფენომენალური თამაშის წყალობით გავიდა ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ მეორედ ფინალში.
მაშინ, როდესაც გულშემატკივრები ზეიმობდნენ, ჟურნალისტები ამზადებდნენ ფინალისთვის საინტერესო ინფორმაციებს, ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს უმნიშვნელოვანი პრობელა უნდა გადაეჭრა. რა უნდა მოხდეს რონალდოს თავს? ბრაზილიის ნაკრების მთავარმა ექიმმა, ლიდიო ტოლედომ პრესასთან თქვა, რომ გუნდში არანაერი პრობლემა არ არის, ყველაფერი ფეხბურთელი მწყობრშია და მზად არის ფინალისთვის. ჟურნალისტები კი ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს რონალდო მხოლოდ წრეებს ურტყამდა სტადიონს და არ იღება მონაწილეობას საერთო სესიებში, რაც საკმაოდ ცუდ სიმპტომად მოეჩვენათ. ტოლედო კი არწმუნებდა პრესის წარმომადგენლებს, რომ ისინი უბრალოდ უფრთხილდებოდნენ რონალდოს ჯანმრთელობას, რადგან მას ბარძაყი უმნიშვნელოდ აწუხებდა. თუმცა რეალობა ცხადია გაცილებით მძიმე იყო. რონის ჰქონდა სერიოზული პრობლემები მარცხენა ფეხის მუხლზე, მას შემდეგ რაც საშინელი დარტყმები მიიღო დანიელი და ჰოლანდიელი მცველებისგან. ბარძაყის პრობლემა კი ფენომენს ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ჰქონდა.
რაც უფრო ახლოვდება ფინალი, მით უფრო მატულობდა დაძაბულობა და ნერვიულობა ბრაზილიის ნაკრების ბანაკში. ფაქტია, რომ სიმართლე მხოლოდ ბრაზილიელმა ექიმებმა და მარიო ზაგალოს სამწვრთნელო შტაბმა იცოდა. რონალდოს ორგანიზმი ითხოვდა ხანგრძლივ დასვენებას, მისი ტრავმები უბრალოდ არ აძლევდნენ მატჩების გრაფიკის სრულიად ამოწურვის საშუალებას. ექიმები ყოველდღე ასმევდნენ რონალდოს სხვადასხვა ტაბლეტეს, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს. თუმცა ეფექტი იყო მინიმალური - მუხლი უფრო და უფრო ტკიოდა ფენომენს. საბოლოოდ კი ბრაზილიამ ფინალისთვის პრაქტიკულად დამტვრეული ლიდერი მიიღო, რომელიც ფიზიკური თვალსაზრისით საერთოდ არ ყოფილა მზად სათამაშოდ.
რაღაც მომენტში რონალდომ შეწყვიტა პრესასთან ურთიერთობა და კომენტარების გაკეთება, რამაც სიტუაცია უფრო მასშტაბური გახადა. ჟურნალისტები ალაპარაკდნენ, რომ ფენომენი უბრალოდ დუმს, რადგან სხვა გზა არ აქვს. ისინი თვლიდნენ, რომ რონალდო ღრმა დეპრესიაში და მალე ნერვებიც უმტყუნებს. საფეხბურთო ექსპრეტები კი ამბობდნენ, რომ რონალდო საკუთარი ბრწყინვალე პარტნიორების(დუნგა, ალდაირი, სამპაიო), მარიო ზაგალოს და მთელი სამწვრთნელო შტაბის რჩევებით, თანადგომით, ტაბლეტებით ძლებდა. თუმცა მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომაროება ფინალში არ დაიკარგებოდა. მწვრთნელებს კი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, შესაძლოა ეს იყო რონალდოს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
პარალელურად კი ბრაზილიური ფეხბურთის ფედერაციამ შეუმუშავა გეგმა თუ როგორ უნდა ყოფილა გაქარწყლებული ნეგატიური აზრები ფინალის წინ ეროვნულ ნაკრებზე. მათ მარიო ზაგალო გაუშვეს ჟურნალისტებთან, რათა გაეგო მაროკოელი არბიტრის კვალიფიკაცია, რომელიც ფინალში იმსაჯებდა. რონალდო კი პრესასთან მივიდა და რამოდენიმე კითხვასაც გასცა პასუხი. მან საკუთარი საქმე კარგად შეასრულა და საკმაოდ კარგად, დამაჯერებლად პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს. რონალდომ ყველაფერი სიმართლე ილაპარაკა, მაგრამ მას არ უთქვია ის, რისი გაგებაც ყველას უნდოდა. ფენომენმა დამალა თუ როგორ იღებს ყოველდღე ტკივიგამაყუჩებელ აბებს, არ თქვა, რომ მისი სხეული საშინელ მდგომაროებაშია, მუხლი ტკივა და დეპრესიული მდგომარეობა მისთვის გახდა ჩვეულებრივი. თუმცა მას მაინც უნდოდა თამაში, გატანა და გამარჯვება. საკუთარი თავისთვის, ნაკრებისთვის, მილიონობით გულშემატკივრებისათვის.
ფინალის დღეს კი კატასტროფა მოხდა. რონალდოს, რომელიც გაწამებული იყო ტაბლეტებით და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით დაემართა შეტევა. დაახლოებით შუადღის ორ საათზე მისმა მეზობელმა სასტუმროში, რობერტო კარლოსმა შენიშნა ფენომენი დაბლა დავარდნილი, რომელიც კრუნჩხვებში იყო. რონალდომ კინაღამ ენა გადაყლაპა, რაც ფატალური შედეგით დასრულდებოდა. ის საოცრად იხსნა სესარ სამპაიომ. იმისათვის, რომ მარტივად გაიგოთ გეტყვით, რომ იგივე რამ დაემართა გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში ოლეგ გუსევს, რომელსაც სიცოცხლე აჩუქა ჯაბა კანკავამ. ოთახში მყოფ ფეხბურთელებს ისტერიკა დაეწყოთ. რივალდო და რობერტო კარლოსი ტიროდნენ, მალე კი ნაკრების ექიმებიც მოვიდნენ, რათა პროფესიონალური დახმარება გაეწიათ რონალდოსთვის.
ამის შემდეგ კი ისტორიას სხვადასხვა განვითარების ვარიანები აქვს. ერთისმხრივ ვარაუდობენ, რომ გაწეული დახმარების შემდეგ ყველამ დატოვა ოთახი, რონალდო კი ექიმებთან ერთად დარჩა დასასვენებლად. ფენომენის ბიოგრაფი უინსლ კლარკსონი კი წერს, რომ ნაკრების მთავარ ექიმს კონფლიქტი მოუვიდა ლეონარდოსთან. ბრაზილიელი მოთამაშე ითხოვდა, რომ რონალდოს სასწრაფოდ ჩატარებოდა სამედიცინო გამოკვლევა. ეს კი ექიმებს აშინებდა. საქმე იმაშია, რომ ფინალში თამაშის შემთხვევაში, დოპინგ-ტესტს ცუდი შედეგების ჩვენება შეეძლო.
საათნახევრის შემდეგ კი შეიკრიბნენ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელები, ექიმები და ოფიციალური პირები, სადაც მარიო ზაგალომ განაცხადა, რომ რონალდო არ გავა მინდორზე და მის ნაცვლად ედმუნდო ითამაშებს. თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ტეიშერიამ ზაგალოს მოთხოვა, რომ რონალდო გადაყვნილი ყოფილიყო პარიზულ საავადმყოფოში შემოწმებაზე. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში რონალდოს ფრანგი ექიმები დეტალურად ამოწმებდნენ: უამრავიანალიზები და ფიზიკური მზადყოფნის ტესტები. ბრაზილიური პრესის ინფორმაციით შედეგები იყო გასაოცარი - არანაერი პრობლემა, რონალდო სრულიად მზად იყო სათამაშოდ. ცხადია ფრანგმა ექიმებმა საიდუმლოდ შეინახეს ფენომენის რეალური ანალიზები, ბრაზილიელები კი მოტყუებულნი დატოვეს.
ამის შემდეგ კი დეტექტივური თრილერი. უკვე სტადიონიდან განაცხადა ზაგალომ, რომ არ შეუცვლია გადაწყვეტილება და რონალდო სკამზე დარჩებოდა. გასახდელში კი სიმშვიდე სუფევდა, ზაგალოს თავში კი ტრიალებდა 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგონებები, როდესაც პელემ ფინალი არ დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. მაშინ ბრაზილიელებმა მე-15 წუთზე გაუშვეს გოლი, მაგრამ ამარილდოს, ვავას და ზიტოს დიდებულმა თამაშმა გადაწყვიტა ტურნირის ბედი სამხრეთ ამერიკელების სასარგებლოდ. მალევე ზაგალომ დატოვა გასახდელი, რათა კიდევ ერთხელ დაელაგებინა აზრები.
არავინ იცის თუ რა მოხდა მარიო ზაგალოს კაბინეტში, როდესაც მარტო დარჩა თავის თავთან, მაგრამ მან შეცვალა გადაწყვეტილება და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა უაღრესად გაახარა. მარიო დაბრუნდა გასახდელში და განაცხადა, რომ რონალდო ითამაშებს პირველივე წუთიდან. მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, მაგრამ ჯიუტი მენტორი დარწმუნებული იყო საკუთარ თავში. მას შემდეგ რაც ზაგალომ რონი ოფიციალურ განაცხადში შეიყვანა, ფენომენს ისევ დაეწყო შეტევები. ექიმებმა მას კვლავ დააყარეს ტაბლეტები და რონალდოს მდგომარეობაც დასტაბილურდა. სიტუაცია ძალიან სანერვიულო იყო, ზეწოლა უდიდესი. ზაგალო ღიად გააკრიტიკა ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა ზიკომაც.
ფინალის აფიშა იყო საუკეთესო დაცვა საუკეთესო თავდასხმის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო ესე არ იყო. ამ საშინელების ლოგიკური დასასრული იყო ბრაზილიის ნაკრების სამარცხვინო მარცხი, გამანადგურებელი ანგარიშით. რონალდოსგან განსხვავებით არანაერი ფიზიკური პრობლემა არ ჰქონია გენიალურ ზინედინ ზიდანს, რომელიც შმვენიერ ფორმაში იმყოფებოდა და პირველივე ტაიმში ორი თავური გაიტანა. მესამე გოლი პეტიმ შეაგდო, გარდა ამის გივარშმა და დუგარიმ არაერთი მომეტნი გააფუჭეს. ემე ჟაკეს საფრანგეთმა გააცამტვერა ბრაზილია. "თამაშის წინ მწვრთნელმა მირჩია, კუთხურებისას ძელთან ახლოს ვყოფილიყავი. მითხრა, ბრაზილიელები ტანმაღალ მცველებს ცენტრში ამწესებენ და ასე გოლის გატანის მეტი შანსი გექნებაო ჩემი ორივე გოლი სწორედ ამ რჩევას მოჰყვა - ორივე შემთხვევაში ბურთი თავით შევაგდე", - ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთთან საუბარში ზიდანმა ჟაკესთან ფინალისწინა საუბარი გაიხსენა.
ბრაზილიელები კი აბსოლიტურად განადგუნრებულნი იყვნენ, არავინ ელოდა ასეთ კრახს. რა ხდებოდა რონალდოს თავს ტურნირის მანძილზე, უშუალოდ ფინალის დღეს, მატჩის მსვლელობისას და მის შემდეგ არავინ იცის, მაგრამ არც ის იცის ვინმემ თუ რატომ გარისკა მარიო ზაგალომ. ზიკომ მკაცრად გააკრიტიკა ყველაფერში ბრაზილიელები ექიმები, მაგრამ მათ ლოგიკური პასუხი გასცეს ლეგენდას: "იმ შემთხვევაში, რომ რონალდოს ეთამაშა ცუდად და ამის გამო დაზარალებულიყო გუნდი, კი ბატონო, მაგრამ ყველამ ჩააგდო თამაში და ეს არა სამედიცინი, არამედ სამწვრთნელო შტაბის ბრალია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც თავად ზიკო გახლავთ".
1998 წლის 12 ივლისის კოშმარი ბრაზილიას 4 წელი თან დასდევდა. თუმცა 2002 წელს კორეა-იაპონიაში რონალდომ ფენომენალური თამაში აჩვენა, ფინალში დუბლი შეაგდო და მოუპოვა საკუთარ ქვეყანას მეხუთე მსოფლიო თასი. ფენომენი არ დანებდა, განაგრძო პროგრესი, გადალახა კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები და საბოლოოდ მოიგო მუნდიალი, რადგან მას უბრალოდ სიგიჟემდე უყვარდა ფეხბურთი.