nawili[1]

0 2
ავატარი
Nukri
#1
fexburti.ru-s-ს მომხმარებლების არჩევანით, გთავაზობთ მორიგ საინტერესო, დრამატულ და დაუვიწყარ ისტორიას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან. ამჯერად კვლავ უნდა დავბრუნდეთ უკრაინულ ვებ-გვერდს და შემოგთავაზოთ "Football.ua"-ს მშვენიერი ნაშრომი.

ძალიან რთულია იყო გენიოსი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენს ირგვლივ ბევრი "მეგობარია", ფინანსური მრჩეველები, მთავარი მწვრთნელები და უბრალოდ მხარდამჭერები. როდესაც მთელი ერი ელის შენს ფენომენალურ გამოსვლას, შენ კი რაღაც მომენტში გენიალური ყოვლისშემძლისგან იქცევი - ბიჭუნად, რომელსაც სჭირდება თანაგრძნობა და მხარდაჭერა. ამ დაცემის მაყურებლები კი არიან გაურკვევლობაში, რადგან ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ იყავი მსოფლიოში ნომერ პირველი...

...როდესაც 1994 წლის ზაფხულში კარლოს დუნგამ თავს ზემოთ აღმართა მსოფლიო თასი, ბრაზილიის ნაკრების განაცხადში იყო 17 წლის ყმაწვილი სახელად - რონალდო. მისი წვლილი მაშინდელ, ნანატრ სამხრეთ ამერიკელთა ტრიუმფში იყო - ნული, ნული წუთი, ნული გოლი, როგორც საკვალიფიკაციო, ისევე ფინალურ ეტაპზე. თუმცა ამ ახალგაზრდის გენიალურობას ხედავდა ყველა, ვინც თვალ-ყურს ადევნებდა "კრუზეიროს" თამაშებს. პირველივე წელს ამ ფენომენალურმა ბიჭუნამ ყველა ტურნირზე ერთად 44 გოლი შეუგდო მოწინააღმდეგეებს. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მეხუთე ფორვარდად წავიდა.

დღევანდელ ცხოვრებაში წარმოუდგენელია 17 წლის ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფეხბურთელი წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე და იყოს მეხუთე თავდამსხმელის ამპლუაში. იმ ბრაზილიის ნაკრებში რონალდოს ადგილი ყველა ვარიანტში იყო დიდებული რომარიოს და ბებეტოს შემდგომ. მიუხედავად ძალიან პატარა ასაკისა, ფენომენი მაინც სჯობდა ვიოლას და მიულერს. მაგრამ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს ალბერტო ფერეირამ, მას შემდეგ რაც მისმა თანამემამულეებმა ლამაზ და ტრადიციულ სტილში ვერ დადეს მსოფლიო თასი, მთავარი აქცენტი პრაგმატიზმზე და საიმედოობაზე გააკეთა. არანაერი ოქროს თაობა და უნიჭიერესი ტალანტები. 24 წლის განმავლობაში ბრაზილიელებმა პირველად მოიგეს მუნდიალი, მაგრამ ეს არა იმ სტილში, რომელსაც მიგვაჩვია ამ უნიკალურმა გუნდმა წლების მანძილზე. ფლეი-ოფის 4 მატჩში სამხრეთ ამერიკელებმა მხოლოდ ერთხელ გაიტანეს გოლზე მეტი, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო ტრიუმფისთვის.
რონალდო 7 წლით პატარა იყო...7!7!7!...ასაკით ასეთი ჩამორჩენა ჰქონდა მისი მომავალი მთავარი "კონკურენტისგან", მაგრამ უკვე იცოდა თუ როგორ ატმოსფერო სუფევდა, თუ როგორი ზეწოლა იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიის ნაკრებში გატარებული წელიწადნახევარი რათქმაუნდა უკვალოდ არ ჩაივლიდა და ძალიან დაეხმარა ფენომენს მომავალში. მაშინდელ ბრაზილიაში კი "მეფობდა" კიდევ ერთი გენიალური ბრაზილიელი, უნაკლო ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან რთული პიროვნება - რომარიო, რომელმაც ფაქტიურად "აღზარდა" ბიჭუნა და მას უაღრესად მნიშვნელოვან, სასარგებლო რჩევებს აძლევდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნირის დასრულების შემდეგ, რონალდო მალევე მიჰყვა რომარიოს გზას და გადავიდა ჰოლანდიურ "პსვ"-ში. შემდეგაც რომარიოს მსგავსად - "ბარსელონა" და სკანდალური წასვლა, უბრალოდ იმ სხვაობით, რომ კიჭამ ბლაუგრანაში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, მისმა "დამრიგებელმა" კი - წელიწადი და დაახლოებით 6 თვე. "ბარსას" მოჰყვა გადასვლა მილანის "ინტერში", სადაც მიუხედავად განსხვავებული სათამაშო სტილისა: უფრო პრაგმატული და ტაქტიკური, ასევე ძლიერი დამცველების და ცხოვრებისეული პრობლემებისა, რონალდომ მოახერხა პირველვიე სეზონში 34 გოლის გატანა. ნერაძურიმ მოიგო უეფას თასი, თავად ფეხბურთელმა კი უამრავი წოდება და პრიზი მოიპოვა. 1997 წლის ოქროს ბუცი, 81 გოლი ორი სეზონის განმავლობაში, ფეხბურთელის რეპუტაციას და როლს არ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ბრაზილიის ნაკრებს ტიტულის დაცვა საფრანგეთში მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელის დახმარებით მოუწევდა.

ჭკვიანი მარიო ზაგალო უბრალოდ გაჰყვა კარლოს ალბერტო ფერეირას გზას და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა, ასევე პრაგმატული მიდგომით გადაწყვიტა. ბრაზილიელებში დიდხანს ცოცხლობდა 1960-იან წლებში მოპოვებული გამარჯვებების მოგონებები და რათქმაუნდა 70 წლის ფენომენალური გუნდი. თუმცა მას მერე ფეხბურთი შეიცვალა. ბევრისთვის ის უფრო ანგარიშგასაწევი და ტაქტიკური სქემებით შევიწროვებული გახდა, ბევრისთვის - უფრო დისციპლინირებული და დალაგებული. თუმცა ასეთ დროს ყველაფერი ინდივიდუალურ მიდგომაზე, ხედვაზე, ტრადიციებზე და გემოვნებაზე არის დამოკიდებული. თუმცა ერთი რამ იყო ფაქტი: მხოლოდ რამოდენიმე გამოკვეთილი ვარსკვლავით და შეუდარებელი შეტევით ვერაფერს გახდებოდი.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელები გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი სინთეზით წავიდნენ. მწყობრში იყვნენ გამოცდილი მებრძოლები, რომლებიც 30-ს გადაცდნენ: დუნგა, ალდაირი, ბებეტო. საპირისპიროდ გამოჩნდა იშვიათი ვირტუოზი - რივალდო, ორი უნიკალური ფლანგის მველი: რობერტო კარლოსი და კაფუ. სწორედ ამ ორის შესანიშნავი ენერგიის და უნივერსალობის წყალობით წავიდა ზაგალო სარისკო ექსპერიმენტზე, როდესაც შეასუსტა ნახევარდაცვის ცენტრი.

საყრდენის როლს იყოფდნენ კაპიტანი დუნგა და სესარ სამპაიო, შემტევ ტრიოს კი რივალდო, რონალდო და ბებეტო ქმნიდნენ. რივალდოს მეწყვილე თავდამსხმელსა და საყრდენს შორის, ფლანგზე პერიოდული გადასვლებით, დენილსონი, ლეონარდო ან ჯოვანი იყო. თუმცა ყველაზე მეტს რათქმაუნდა მოელოდნენ რონალდოსგან, რომელიც იმ ნაკრებში ითვლებოდა ყველაზე კრეატიულ მოთამაშედ, თუ რივალდოს არ ჩავთვლით. გუნდის დანარჩენი წევრები ითვლებოდნენ ნამდვილ მებრძოლებად, რომელთაც კომფორტული სიტუაციები უნდა შეექმნათ ფენომენისთვის, რათა მას საკუთარი საქმე გაეკეთებინა - გაეტანა.

რათქმაუნდა სისულელეა თუ ვიტყვით იმას, რომ ზაგალოს გეგმებში მხოლოდ რონალდოზე აწყობილი თამაში შედიოდა. ტურნირის განმავლობაში ბრაზილიელებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან სერიოზული და ჭკვიანური სისტემა აქვთ. შეტევაში კი სარგებლის მოტანა იმათაც შეეძლოთ, ვისგანაც არ იყო მსგავსი რამ მოსალოდნელი. თუმცა როდესაც გყავს მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი და მას არ გამოიყენებ ბოლომდე, ძალიან უცნაური და იდიოტურიც არის. სინამდვილეში კი ეს თეორიულად არის მართებული. პრაქტიკულად კი მარიო ზაგალოს არ შეეძლო მთელი მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე იმდენად საშინელი ფსიქოლოგიური მდგომაროებით ჩავიდა, რომ არც კი აინტერესებდა საკუთარ თამაშზე პასუხისმგებლობა, პრინციპები და ნაკრების შედეგები. რონალდო უღრმეს დეპრესიაში იყო, რომელიც უამრავმა პრობლემამ გამოიწვია.
არ დაგავიწყდეთ, რომ რონალდო მაშინ მხოლოდ 21 წლის იყო ანუ უბრალოდ ბიჭუნა, რათქმაუნდა არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუნდაც გენიალური, ფენომენალური, მსოფლიოში საუკეთესო თავის ამპლუაზე, მაგრამ - ბიჭუნა. ამის თქმა მრავალი ფაქტორის გამო შეიძლება: ფსიქოლოგიური არასტაბილურობა, სტრესის ზემოქმედება და საკუთარი ქცევების გაუკონტროლებლობა. დეპრესიის და პირადი პრობლემების ფონზე რონალდომ მუნდიალის წინ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო. მარიო ზაგალოს ყელში ამოუვიდა რომარიოს "პრიკაზები" და მის ნაცვლად საფრანგეთში 27 წლის ედმუნდო წაიყვანა. მათთვის, ვინც ინეტერესდება ფეხბურთით, არანაერი აზრი არ აქვს ამ მოთამაშის გაცნობას. მასზე ზედგამოჭრილი არის ზედმეტსახელი - მხეცი. ედმუნდო გამოირჩეოდა საქმესთან იდიოტური მიდგომით - ის ყველა კონკურენტს ფეხებში ურტყამდა და ცხადია მისი ადგილი იყო მხოლოდ სათადარიგო სკამზე. რონალდოს კი უკვე ჩამოუყალიბდა საკუთარი ჯანრმთელობის შიში და ფობია, რადგან ვარჯიშებზე ძალიან ხშირად არიდებდა თავს ხისტ ორთაბრძოლებს, იმ მიზნით, რომ ტრავმა არ მიეღო. თანაც ამავდროულად გამოჩნდა კაცი, რომელსაც ვარჯიშზეც პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდა მეტოქე და არავის არ ინდობდა.

თუ ამ ყველაფერს ერთად მოვუყრით თავს მივიღებთ სურათს: მაშინდელი ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი, მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი, ფენომენალური ბომბარდირი რონალდო მსოფლიო ჩემპიონატზე ფაქტიურად ისტერიკული განწყობით ჩავიდა. მისი საცოლე რომანს აბამდა ჟურნალისტთან, მისი საუკეთესო პარტნიოერი შეტევაში და საუკეთესო მწვრთნელი ცხოვრებაში დარჩა მუნდიალს მიღმა, ჰქონდა ჯანმრთელობის და ფიზიკური ფორმის პრობლემები, თანაც სეზონის განმავლობაში კარიერაში პირველად გააკრიტიკეს რონალდო საფეხბურთო პრინციპების თვალსაზრისით. ამ არასასიამუვნოებების "ბუკეტს" ემატებოდა პრესის უდიდესი ზეწოლა და მილიონობით ბრაზილიელი გულშემატკივარის მოლოდინი, რაც ასევე ზეწოლაში იზრდებოდა.

იმისათვის, რომ ამას გამოუკლავდე - ცოტა არის გენიალურობა. ამისათვის საჭირო არის გონიერი და მომთმენი გარემო.

გაგრძელება იქნება...

მსგავსი თემები

Nukri ·· ფეხბურთი
1პასუხი1ნახვა
ავატარიNukri8 ივლისი 2015, 00:13
Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri11 ნოემბერი 2014, 00:39
Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri21 ივნისი 2014, 10:43
Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri21 ივნისი 2014, 10:40