თავი I
მე დავიბადე 1987 წლის 2
თებერვალს. იმ დღეს ჩემი ბაბუა,
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში"
მივიდა და კლუბის წევრად გამხადა.
ბაბუამ არ იცოდა, ვიქნებოდი თუ
არა ,,ბარსელონაში" მომავალში
(ხომ შეიძლებოდა ფეხბურთი არც
კი მეთამაშა), მაგრამ ეს იმისთვის
გააკეთა, რომ „ბარსას“ სიყვარული
ჩემთვის დაებედებინა.
პატარაობიდანვე ვუყურებდი, რომ
ჩემი ოჯახი ნამდვილი კულესი იყო
და ახლა წლების შემდეგ გავიგე,
რომ ეს უდიდესი ბედნიერება იყო,
რომ ჩემი სანუკვარი ოცნება ახდა,
რომელზეც ბავშვობაში ვერც კი
ვიოცნებებდი, მაგრამ ყველაფერი
თანმიმდევრობით განვითარდა
ფეხბურთით გატაცება ერთი
შემთხვევის შემდეგ დაიწყო,
რომელიც იმ დროს მოხდა, როცა
17თვის ვიყავი. ეს იყო1988 წლის 2
აგვისტო. ,,ბლანესში" ვიყავი, ბებია-
ბაბუასთან ერთად, ქალაქგარეთ
სახლში. სახლი ბოლომდე არ იყო
აშენებული და ტერასაზე არ იყო
მოაჯირი. ბურთით ვთამაშობდი. ამ
დროს ბებია სამზარეულოში
საჭმელს ამზადებდა. იმ მომენტში
ბურთი გადამივარდა და მისკენ
გავიქეცი. მაგრამ იმის გამო, რომ
მოაჯირი არ იყო ქვევით ჩავვარდი,
თითქმის 3 მეტრი სიმაღლიდან.
უგონო მდგომარეობაში ვიყავი.
სახით მიწაში ჩარჭობილი. ბებიამ
უმალვე სასწრაფო
გამოიძახა. ,,ბანესის"
საავადმყოფოში რეანიმაციაში
მიმიყვანეს, თუმცა იქ თქვეს რომ
ტვინის სკანირებისთვის საჭირო
აპარატურა არ ჰქონდათ და
გადაწყვიტეს ,,ბარსელონაში"
გადავეყვანეთ. ,,ვალ დე ებრონის"
საავადმყოფოში, სადაც დედაჩემი
მუშაობდა. ტვინზე სკანირება
გამიკეთეს და ძვლის მოტეხილობა
დამიდგინეს. ორი საათი უგონო
მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.
თანდათანობით ჩემი მდგომარეობა
უმჯობესდებოდა და რვა დღის
შემდეგ საავადმყოფოდან
გამომწერეს. სრულიად ჯანმრთელი.
არაფერი მახსოვს, მაგრამ ბებია
ამბობდა, რომ ის დღე არასდროს
დაავიწყდებოდა.
ზოგადად, ბედნიერი ბავშვობა
მქონდა. ყოველგვარი
პრობლემების გარეშე. ჩემი ოჯახი
ყოველთვის ამბობდა, რომ
დაბადებიდანვე მიყვარდა
ფეხბურთი და განსაკუთრებით
„ბარსელონა“. არასწორად
გამოვთქვამდი სახელებს.
მაგალითად: სტოიჩკოვი ჩემთვის
სტოფიკო იყო და ვერაფრით
მივხვდი, როგორ ამიყვანეს
„ბარსაში“, როდესაც ჯერ კიდევ
არაფერი ვიყავი. ბებიაჩემი
მონტსერატი ამბობდა, რომ
როდესაც პატარა ვიყავი, ჩემტვის
ყველაფერი თითქმის ფეხბურთს
უკავშირდებოდა. ერთხელ ბაბუა
ამადორი როდესაც სახლში მოვიდა
თქვა, რომ სანტიაგოში სანტიაგოში
უნდა წასულიყო, სამსახურის
თაობაზე. მე მას ვკითხე : ,,ბაბუა ,
რატომ მიდიხარ „სანტიაგო
ბერნაბეუზე“? . მეორეჯერ ბაბუას
ფრანგთთან ჰქონდა შეხვედრა. ამ
დროს ბებიამ თქვა, რომ ეს
სენიორი ესპანურად ვერ
საუბრობდა, მაშინ მე ვიკითხე : „ამ
სენიორს შეუძლია „ბარსაზე“
საუბარი“?
ერთ დღეს, შემოდგომაზე, როდესაც
მე 6 წლის ვიყავი, მამამ გასინჯვაზე,
მონაწილეობის მისაღებად,
„ტორნეო სოციალზე“ წამიყვანა. თუ
აგირჩევდნენ გუნთან ერთად თამაში
შეგეძლო, რომელიც ქვეყნის
სხვადასხვა კუთხეებში შერჩეული
ბავშვებით იყო დაკომპლექტებული.
ტესტის არსი იმაში მდგომარეობდა,
რომ უნდა გვეთამაშა მატჩების
სერია, სხვადასხვა ქალაქების
ბავშვებთან, რათა შენი თამაშის
დონე კომისიას შეეფასებინა. მე
გამიმართლა და გამოცდა გავიარე
და რამდენიმე დღის შემდეგ
„ბარსას“ სტადიონთან ახლოს
ვთამაშობდი. „ტორნეო სოციალის“
გუნდები კატალონიის მდინარეების
სახელებს ატარებდნენ. ჩვენს
გუნდს „ ანოია“ ერქვა და
იასამნისფერი ფორმა გვქონდა და
იქ 9 წლამდე ვთამაშობდი.
გაგრძელება იქნება...
მე დავიბადე 1987 წლის 2
თებერვალს. იმ დღეს ჩემი ბაბუა,
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში"
მივიდა და კლუბის წევრად გამხადა.
ბაბუამ არ იცოდა, ვიქნებოდი თუ
არა ,,ბარსელონაში" მომავალში
(ხომ შეიძლებოდა ფეხბურთი არც
კი მეთამაშა), მაგრამ ეს იმისთვის
გააკეთა, რომ „ბარსას“ სიყვარული
ჩემთვის დაებედებინა.
პატარაობიდანვე ვუყურებდი, რომ
ჩემი ოჯახი ნამდვილი კულესი იყო
და ახლა წლების შემდეგ გავიგე,
რომ ეს უდიდესი ბედნიერება იყო,
რომ ჩემი სანუკვარი ოცნება ახდა,
რომელზეც ბავშვობაში ვერც კი
ვიოცნებებდი, მაგრამ ყველაფერი
თანმიმდევრობით განვითარდა
ფეხბურთით გატაცება ერთი
შემთხვევის შემდეგ დაიწყო,
რომელიც იმ დროს მოხდა, როცა
17თვის ვიყავი. ეს იყო1988 წლის 2
აგვისტო. ,,ბლანესში" ვიყავი, ბებია-
ბაბუასთან ერთად, ქალაქგარეთ
სახლში. სახლი ბოლომდე არ იყო
აშენებული და ტერასაზე არ იყო
მოაჯირი. ბურთით ვთამაშობდი. ამ
დროს ბებია სამზარეულოში
საჭმელს ამზადებდა. იმ მომენტში
ბურთი გადამივარდა და მისკენ
გავიქეცი. მაგრამ იმის გამო, რომ
მოაჯირი არ იყო ქვევით ჩავვარდი,
თითქმის 3 მეტრი სიმაღლიდან.
უგონო მდგომარეობაში ვიყავი.
სახით მიწაში ჩარჭობილი. ბებიამ
უმალვე სასწრაფო
გამოიძახა. ,,ბანესის"
საავადმყოფოში რეანიმაციაში
მიმიყვანეს, თუმცა იქ თქვეს რომ
ტვინის სკანირებისთვის საჭირო
აპარატურა არ ჰქონდათ და
გადაწყვიტეს ,,ბარსელონაში"
გადავეყვანეთ. ,,ვალ დე ებრონის"
საავადმყოფოში, სადაც დედაჩემი
მუშაობდა. ტვინზე სკანირება
გამიკეთეს და ძვლის მოტეხილობა
დამიდგინეს. ორი საათი უგონო
მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.
თანდათანობით ჩემი მდგომარეობა
უმჯობესდებოდა და რვა დღის
შემდეგ საავადმყოფოდან
გამომწერეს. სრულიად ჯანმრთელი.
არაფერი მახსოვს, მაგრამ ბებია
ამბობდა, რომ ის დღე არასდროს
დაავიწყდებოდა.
ზოგადად, ბედნიერი ბავშვობა
მქონდა. ყოველგვარი
პრობლემების გარეშე. ჩემი ოჯახი
ყოველთვის ამბობდა, რომ
დაბადებიდანვე მიყვარდა
ფეხბურთი და განსაკუთრებით
„ბარსელონა“. არასწორად
გამოვთქვამდი სახელებს.
მაგალითად: სტოიჩკოვი ჩემთვის
სტოფიკო იყო და ვერაფრით
მივხვდი, როგორ ამიყვანეს
„ბარსაში“, როდესაც ჯერ კიდევ
არაფერი ვიყავი. ბებიაჩემი
მონტსერატი ამბობდა, რომ
როდესაც პატარა ვიყავი, ჩემტვის
ყველაფერი თითქმის ფეხბურთს
უკავშირდებოდა. ერთხელ ბაბუა
ამადორი როდესაც სახლში მოვიდა
თქვა, რომ სანტიაგოში სანტიაგოში
უნდა წასულიყო, სამსახურის
თაობაზე. მე მას ვკითხე : ,,ბაბუა ,
რატომ მიდიხარ „სანტიაგო
ბერნაბეუზე“? . მეორეჯერ ბაბუას
ფრანგთთან ჰქონდა შეხვედრა. ამ
დროს ბებიამ თქვა, რომ ეს
სენიორი ესპანურად ვერ
საუბრობდა, მაშინ მე ვიკითხე : „ამ
სენიორს შეუძლია „ბარსაზე“
საუბარი“?
ერთ დღეს, შემოდგომაზე, როდესაც
მე 6 წლის ვიყავი, მამამ გასინჯვაზე,
მონაწილეობის მისაღებად,
„ტორნეო სოციალზე“ წამიყვანა. თუ
აგირჩევდნენ გუნთან ერთად თამაში
შეგეძლო, რომელიც ქვეყნის
სხვადასხვა კუთხეებში შერჩეული
ბავშვებით იყო დაკომპლექტებული.
ტესტის არსი იმაში მდგომარეობდა,
რომ უნდა გვეთამაშა მატჩების
სერია, სხვადასხვა ქალაქების
ბავშვებთან, რათა შენი თამაშის
დონე კომისიას შეეფასებინა. მე
გამიმართლა და გამოცდა გავიარე
და რამდენიმე დღის შემდეგ
„ბარსას“ სტადიონთან ახლოს
ვთამაშობდი. „ტორნეო სოციალის“
გუნდები კატალონიის მდინარეების
სახელებს ატარებდნენ. ჩვენს
გუნდს „ ანოია“ ერქვა და
იასამნისფერი ფორმა გვქონდა და
იქ 9 წლამდე ვთამაშობდი.
გაგრძელება იქნება...