თავი V
ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი.
შეიძლება მეტისმეტად
თავდაჯერებულად ჟღერდა, მაგრამ
ეს, ის ერთ-ერთი წინათგრძნობანი
იყო, რომლსთვისაც თავის დაღწევას
ვერ შევძლებ. ამას ვგრძნობდი...
მუდმივად ვფიქრობდი, რომ ადრე
თუ გვიან დავბრუნდებოდი და ისევ
მოვირგებდი ,,ბარსას" ფორმას. ეს
ერთგვარი ვალდებულებაც კი იყო,
რომელიც იმ დღეს საკუთარ თავს
დავუსახე, როცა ,,ბარსელონადან" ,,
მანჩესტერში" გავემგზავრე და
ყველაფერი წარსულს ჩავაბარე.
გადაწყვეტილება წასვლის შესახებ
სარისკო იყო, მაგრამ 17 წლის
ვიყავი და ბოლომდე ვერ
ვაცნობიერებდი, თუ რა შედეგები
შესაძლოა მოეტანა მას.
კონტრაქტის ხელმოწერის დოს,
უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ასეთ
ბრწყინვალე გუნდს, როგორიც
“ბარსელონაა”, იმისთვის ვტოვებდი,
რომ მეორე გუნდში, არანაკლებ
ბრწყინვალე კლუბში მეთამაშა და
იმისათვის, რომ საშუალება მომცეს
ახალ პროფესიონალურ დონეზე
გადავსულიყავი. მაგრამ, დროთა
განმავლობაში ვხვდებოდი, რომ
ბარსელონაში ბევრი ისეთი რამ
დამრჩა, რაც ძალიან მიყვარდა.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ
კლიმატი, ფერები, საკვები, ენა
შემედარებინა ერთმანეთისთვის. ეს
ყოველივე დავკარგე, მაგრამ
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც
დავკარგე ეს ოჯახი და ჩემი
მეგობრები. ასეთ ადროს ხვდები,
რომ თურმე გარეშე არაფერს
წარმოადგენ. პირველ თვეებში
ყველაფერთან მიხდებოდა შეგუება:
გუნდთან, ახალ ამხანაგებთან,
ინგლისურთან და განსაკუთრებით
ოჯახთან, რომელთანაც
მანჩესტერში სანამ 18 წლის არ
გავხდი ოჯახთან მიწევდა ცხოვრება
და სხვათაშორის მათი
დახმარებითაც შევისწავლე
ინგლისური. მეუღლეებს ტონი და
ლინდა ერქვათ. ორი ბავშვი
ჰყავვდათ, რომლებიც ცალკე
ცხოვრობდნენ. პირველივე დღიდან
ძალიან თბილად მიმიღეს, მაგრამ
საჭმელი… საშინელება იყო. დღემდე
მახსოვს ჩემი პირველი სადილობა
მათთან. ვფიქრობ, მათ ჩემი
გაკვირვება უნდოდათ, რადგან ჩემი
პირველი დღე იყო. ამიტომ ტიპიური
ინგლისური სადილი გააკეთეს,
რომლის ღმერთის წყალობით
გადაყლაპვა შევძელი. თუმცა
მთავარი მოვლენა საღამოს,
დესერტი იყო. უნდა ვაღიარო, რომ
ტკბილეულის მოყვარული
არასდროს ვყოფილვარ, თუმცა
ლიმონის ტორტი, რომელიც
საღამოს წვეულების ბოლოს
მომართვეს, მთელი ცხოვრება
მემახსოვრება. ეს იყო საძაგლობა!
როგორც კი დავინახე, გამაშავა.
თუმცა კარგად აღზრდილი ვარ და
უზრდელობაში რომ არ ჩამთვლოდა,
მისი ჭამა დავიწყე. ოჰ, ღმერთო,
რას ვგრძნობდი! წარმოიდგინეთ,
რომ პირში შხამი ჩაგიდეს, რომლის
გადაყლაპვაც უბრალოდ არ
შეგიძლია. ლიმონი ისეთი მჟავე
იყო, რომ თვალები ამიცრემლდა.
არადა ძალიან მინდოდა პირველ
დღეს თავი კარგად წარმომეჩინა,
მაგრამ ეს ყველაფერი სრული
კრახით დასრულდა, რადგან
საბოლოოდ ტონი და ლინდა
მიხვდნენ, რომ ჩემთვის კერძი
არასწორად შეარჩიეს.
ამ ამბისა და რამდენიმე
გასაუბრების შემდეგ, საკვების
საკითხი მალევე მოგვარდა. ჩვენს
სახლში კიდევ ერთი ფეხბურთელი
ცხოვრობდა, რომელიც
სათადარიგოთა გუნდში თამაშობდა.
მისი სახელი და გვარი ესე
ჟღერდა: ,,ტომი ლი". ლი მეკარე
იყო. არაფრით გამოირჩეოდა და
თავისებური ტიპის შთაბეჭდილებას
ტოვებდა. ის მანჩესტერში,
გარეუბნიდან იყო და სწორედ
ამიტომ, ისიც ჩვენთან ერთად
ცხოვრობდა. ყოველთვის ჩემს
ოთახში შემოდიოდა დროის
გასაყვანად, გასართობად. მე მას
ამის საშუალებას მხოლოდ იმის
გამო ვაძლევდი, რომ მინდოდა ჩემს
გვერდით ვინმე ყოფილიყო, მაგრამ
ის ძალიან იყო! ვცდილობდი
დამეყენებინა სწორ გზაზე, მაგრამ
როდესაც ერთხელ ის ჩემს ოთახში
შემოვიდა და წვერის საპარსი
კრემის ჭამა დაიწყო, პირსახოცი
ვესროლე. საკუთარ თვალებს არ
ვუჯერებდი. თავიდან ჩემი დროის
უმეტეს ნაწილს კლუბის სპორტულ
ქალაქში, კარინგტონში ვატარებდი.
იქ ვვარჯიშობდით და ვჭამდით.
ხოლო დღის მეორე ნახევარში
შეკრება გვქონდა ან სავარჯიშო
დარბაზში მივდიოდი. მართლაც
მომწონდა ვარჯიში. ეს ყველაფერი
ბავშვობას მახსენებდა, როცა
დილაობით სკოლაში მივდიოდი,
ხოლო საღამოს ვვარჯიშობდი, რათა
პროფესიონალი ფეხბურთელი
გავმხდარიყავი. ამასთან ერთად
სახლში საქმე არაფერი მქონდა,
ამიტომ მოუთმენლად ველოდი იმ
დროს, როდესაც ბოლოს და ბოლოს
კლუბში შემიყვანდნენ.
პირველ წელს “მანჩესტერ
იუნაიტედ 2-ში” უნდა მეთამაშა,
რათა იქ დაკვირვებოდნენ როგორ
ვპროგრესირებდი და რაღაც
მომენტებში პირველ გუნდთან
ერთად ვარჯიშის უფლება მოეცათ.
ყველაფერი ძალიან სწრაფად
განვითარდა და 2004 წლის 26
ოქტომბერს ძირითად
შემადგენლობაში, ოფიციალურ
მატჩში ლიგის თასზე ჩემი დებიუტი
შედგა. ის თამაში 0😺 ვითამაშეთ,
მოედანზე შეცვლაზე შევედი,
საფინალო სასტვენამდე 30 წუთით
ადრე. რა თქმა უნდა ეს მატჩი
მნიშვნელოვანი არ იყო და
მოედანზე იმ დროს გავედი, როცა
მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი
იყო, თუმცა იმ დღეს მსოფლიოში
ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვიყავი.
მატჩის შემდეგ ყველაფერი
უკეთესად მომეჩვენა. ამინდი ისეთი
ცივი აღარ იყო, ხოლო საჭმელი
ისეთი საზიზღარი. ვფიქრობ, ეს
ყველაფერი ჩემი განწყობის შედეგი
იყო. როდესაც შენი ბავშვობის
ოცნება აგიხდება და
პროფესიონალურ ფეხბურთს
ითამაშებ ყველაფერი ისე ცუდად
აღარ გეჩვენება. მალე გამართულად
დავიწყე ინგლისურად საუბარი და
გუნდის წევრებთან ჩემი
ურთიერთობა უფრო აეწყო. მეორე
მატჩის დროც მალე მოვიდა. ეს
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის
მატჩი იყო, გასვლაზე
“ფდენერბახჩესთან”. ჩვენი გუნდი
“ფლეი-ოფში” უკვე გასული იყო და
ამიტომ მწვრთნელმა მოედანზე
სათადარიგო შემადგენლობა
გამოიყვანა. ის თამაში 0😺 წავაგეთ
და მართალია ეს ევროპულ
საკლუბო ტურნირში ჩემი პირველი
მატჩი იყო , ჩემთვის შედეგი
კატასტროფული აღმოჩნდა, რადგან
“მანჩესტერის” დონის გუნდი არ
შეიძლება ასე დამარცხდეს.
გაგრძელება იქნება...
ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი.
შეიძლება მეტისმეტად
თავდაჯერებულად ჟღერდა, მაგრამ
ეს, ის ერთ-ერთი წინათგრძნობანი
იყო, რომლსთვისაც თავის დაღწევას
ვერ შევძლებ. ამას ვგრძნობდი...
მუდმივად ვფიქრობდი, რომ ადრე
თუ გვიან დავბრუნდებოდი და ისევ
მოვირგებდი ,,ბარსას" ფორმას. ეს
ერთგვარი ვალდებულებაც კი იყო,
რომელიც იმ დღეს საკუთარ თავს
დავუსახე, როცა ,,ბარსელონადან" ,,
მანჩესტერში" გავემგზავრე და
ყველაფერი წარსულს ჩავაბარე.
გადაწყვეტილება წასვლის შესახებ
სარისკო იყო, მაგრამ 17 წლის
ვიყავი და ბოლომდე ვერ
ვაცნობიერებდი, თუ რა შედეგები
შესაძლოა მოეტანა მას.
კონტრაქტის ხელმოწერის დოს,
უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ასეთ
ბრწყინვალე გუნდს, როგორიც
“ბარსელონაა”, იმისთვის ვტოვებდი,
რომ მეორე გუნდში, არანაკლებ
ბრწყინვალე კლუბში მეთამაშა და
იმისათვის, რომ საშუალება მომცეს
ახალ პროფესიონალურ დონეზე
გადავსულიყავი. მაგრამ, დროთა
განმავლობაში ვხვდებოდი, რომ
ბარსელონაში ბევრი ისეთი რამ
დამრჩა, რაც ძალიან მიყვარდა.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ
კლიმატი, ფერები, საკვები, ენა
შემედარებინა ერთმანეთისთვის. ეს
ყოველივე დავკარგე, მაგრამ
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც
დავკარგე ეს ოჯახი და ჩემი
მეგობრები. ასეთ ადროს ხვდები,
რომ თურმე გარეშე არაფერს
წარმოადგენ. პირველ თვეებში
ყველაფერთან მიხდებოდა შეგუება:
გუნდთან, ახალ ამხანაგებთან,
ინგლისურთან და განსაკუთრებით
ოჯახთან, რომელთანაც
მანჩესტერში სანამ 18 წლის არ
გავხდი ოჯახთან მიწევდა ცხოვრება
და სხვათაშორის მათი
დახმარებითაც შევისწავლე
ინგლისური. მეუღლეებს ტონი და
ლინდა ერქვათ. ორი ბავშვი
ჰყავვდათ, რომლებიც ცალკე
ცხოვრობდნენ. პირველივე დღიდან
ძალიან თბილად მიმიღეს, მაგრამ
საჭმელი… საშინელება იყო. დღემდე
მახსოვს ჩემი პირველი სადილობა
მათთან. ვფიქრობ, მათ ჩემი
გაკვირვება უნდოდათ, რადგან ჩემი
პირველი დღე იყო. ამიტომ ტიპიური
ინგლისური სადილი გააკეთეს,
რომლის ღმერთის წყალობით
გადაყლაპვა შევძელი. თუმცა
მთავარი მოვლენა საღამოს,
დესერტი იყო. უნდა ვაღიარო, რომ
ტკბილეულის მოყვარული
არასდროს ვყოფილვარ, თუმცა
ლიმონის ტორტი, რომელიც
საღამოს წვეულების ბოლოს
მომართვეს, მთელი ცხოვრება
მემახსოვრება. ეს იყო საძაგლობა!
როგორც კი დავინახე, გამაშავა.
თუმცა კარგად აღზრდილი ვარ და
უზრდელობაში რომ არ ჩამთვლოდა,
მისი ჭამა დავიწყე. ოჰ, ღმერთო,
რას ვგრძნობდი! წარმოიდგინეთ,
რომ პირში შხამი ჩაგიდეს, რომლის
გადაყლაპვაც უბრალოდ არ
შეგიძლია. ლიმონი ისეთი მჟავე
იყო, რომ თვალები ამიცრემლდა.
არადა ძალიან მინდოდა პირველ
დღეს თავი კარგად წარმომეჩინა,
მაგრამ ეს ყველაფერი სრული
კრახით დასრულდა, რადგან
საბოლოოდ ტონი და ლინდა
მიხვდნენ, რომ ჩემთვის კერძი
არასწორად შეარჩიეს.
ამ ამბისა და რამდენიმე
გასაუბრების შემდეგ, საკვების
საკითხი მალევე მოგვარდა. ჩვენს
სახლში კიდევ ერთი ფეხბურთელი
ცხოვრობდა, რომელიც
სათადარიგოთა გუნდში თამაშობდა.
მისი სახელი და გვარი ესე
ჟღერდა: ,,ტომი ლი". ლი მეკარე
იყო. არაფრით გამოირჩეოდა და
თავისებური ტიპის შთაბეჭდილებას
ტოვებდა. ის მანჩესტერში,
გარეუბნიდან იყო და სწორედ
ამიტომ, ისიც ჩვენთან ერთად
ცხოვრობდა. ყოველთვის ჩემს
ოთახში შემოდიოდა დროის
გასაყვანად, გასართობად. მე მას
ამის საშუალებას მხოლოდ იმის
გამო ვაძლევდი, რომ მინდოდა ჩემს
გვერდით ვინმე ყოფილიყო, მაგრამ
ის ძალიან იყო! ვცდილობდი
დამეყენებინა სწორ გზაზე, მაგრამ
როდესაც ერთხელ ის ჩემს ოთახში
შემოვიდა და წვერის საპარსი
კრემის ჭამა დაიწყო, პირსახოცი
ვესროლე. საკუთარ თვალებს არ
ვუჯერებდი. თავიდან ჩემი დროის
უმეტეს ნაწილს კლუბის სპორტულ
ქალაქში, კარინგტონში ვატარებდი.
იქ ვვარჯიშობდით და ვჭამდით.
ხოლო დღის მეორე ნახევარში
შეკრება გვქონდა ან სავარჯიშო
დარბაზში მივდიოდი. მართლაც
მომწონდა ვარჯიში. ეს ყველაფერი
ბავშვობას მახსენებდა, როცა
დილაობით სკოლაში მივდიოდი,
ხოლო საღამოს ვვარჯიშობდი, რათა
პროფესიონალი ფეხბურთელი
გავმხდარიყავი. ამასთან ერთად
სახლში საქმე არაფერი მქონდა,
ამიტომ მოუთმენლად ველოდი იმ
დროს, როდესაც ბოლოს და ბოლოს
კლუბში შემიყვანდნენ.
პირველ წელს “მანჩესტერ
იუნაიტედ 2-ში” უნდა მეთამაშა,
რათა იქ დაკვირვებოდნენ როგორ
ვპროგრესირებდი და რაღაც
მომენტებში პირველ გუნდთან
ერთად ვარჯიშის უფლება მოეცათ.
ყველაფერი ძალიან სწრაფად
განვითარდა და 2004 წლის 26
ოქტომბერს ძირითად
შემადგენლობაში, ოფიციალურ
მატჩში ლიგის თასზე ჩემი დებიუტი
შედგა. ის თამაში 0😺 ვითამაშეთ,
მოედანზე შეცვლაზე შევედი,
საფინალო სასტვენამდე 30 წუთით
ადრე. რა თქმა უნდა ეს მატჩი
მნიშვნელოვანი არ იყო და
მოედანზე იმ დროს გავედი, როცა
მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი
იყო, თუმცა იმ დღეს მსოფლიოში
ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვიყავი.
მატჩის შემდეგ ყველაფერი
უკეთესად მომეჩვენა. ამინდი ისეთი
ცივი აღარ იყო, ხოლო საჭმელი
ისეთი საზიზღარი. ვფიქრობ, ეს
ყველაფერი ჩემი განწყობის შედეგი
იყო. როდესაც შენი ბავშვობის
ოცნება აგიხდება და
პროფესიონალურ ფეხბურთს
ითამაშებ ყველაფერი ისე ცუდად
აღარ გეჩვენება. მალე გამართულად
დავიწყე ინგლისურად საუბარი და
გუნდის წევრებთან ჩემი
ურთიერთობა უფრო აეწყო. მეორე
მატჩის დროც მალე მოვიდა. ეს
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის
მატჩი იყო, გასვლაზე
“ფდენერბახჩესთან”. ჩვენი გუნდი
“ფლეი-ოფში” უკვე გასული იყო და
ამიტომ მწვრთნელმა მოედანზე
სათადარიგო შემადგენლობა
გამოიყვანა. ის თამაში 0😺 წავაგეთ
და მართალია ეს ევროპულ
საკლუბო ტურნირში ჩემი პირველი
მატჩი იყო , ჩემთვის შედეგი
კატასტროფული აღმოჩნდა, რადგან
“მანჩესტერის” დონის გუნდი არ
შეიძლება ასე დამარცხდეს.
გაგრძელება იქნება...