თავი VI
იმ მატჩის შემდეგ, მთელი წლის
განმავლობაში პირველ გუნდთან
ერთად თამაშის შესაძლებლობა
აღარ მქონდა. თამაში ისევ
სათადარიგოთა გუნდში
გავაგრძელე, სადაც ურთიერთობები
კარგად ჩამომიყალიბდა. საკმაოდ
ინტერნაციონალური გუნდი გვყავდა.
ჩვენთან იყვნენ გერმანელები,
ბელგიელები, იტალიელები… და
როგორ ჩვეულებრივ ხდება ასეთ
შემთხვევებში, ყველაზე დიდ დროს
სწორედ მათთან - უცხოელ
მოთამაშეებთან ვატარებდი,
რომლებთანაც ძალიან კარგი
ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ეს
იმიტომ, რომ ინგლისელებს
საკუთარი წრე ჰქონდათ
ჩამოყალიბებული. გერმანელ
მარკუს ნეიმართან ახლაც
ვმეგობრობ. ამის საუკეთესო
დამადასტურებელი საბუთი კი ის
წარმოადგენს, რომ როცა
შტუტგარტში, ჩემპიონთა ლიგის
მერვედფინალურ მატჩში
„ბარსასთან“ ერთად ვიყავი, იგი
სასტუმროში ჩემთან მოვიდა, რათა
სასიხარულო ამბავი ეცნობებინა.
მარკუსს უნდოდა, რომ მისი შვილის
ნათლია გავმხდარიყავი. მე...
ნათლია...! ამის დაჯერება არ
შემეძლო. ბელგიელ ბიჭს, რომელიც
წარმოშობით კონგოდან იყო,
ფლორიბერტ ნგულულა ერქვა. მან
ჩემთვის რაღაც ახალი შავკანიანთა
მუსიკა აღმოაჩინა. ან როგორც იგი
თავად უწოდებდა: რ.ნ.ბ. ხოლო რაც
შეეხება იტალიელ ბიჭუნასთან
მეგობრობას, ვფიქრობ ეს
ყველასათვის ცნობილია. მისი
სახელი ჯუზეპე როსი იყო და ის
ახლა „ვილიარეალში“ თამაშობს
( თამაშობდა ). მახსოვს, ჯუზეპეც იმ
წელს მოვიდა, როცა მე მოვედი და
პირველივე დღიდან მეგობრები
გავხდით. ვინ იფიქრებდა, რომ
რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ
ერთმანეთს ესპანეთის
ჩემპიონატოს მატჩებში
შევხვდებოდით. ერთმანეთის
წინააღმდეგ? იმ წელს
სათადარიგოთა გუნდთან ერთად
მხოლოდ ლიგა და თასი მოვიგე. ეს
ტურნირები ინგლისში გაცილებით
მეტად პრესტიჟულია, ვიდრე
მეგონა. თუმცა როცა შენ რომელიმე
მატჩში ითამაშებ რომელიმე
დიდებული მოთამაშეების გვერდით
და ასევე ყოველდღე მათთან ერთად
ივარჯიშობ, გიჩნდება სურვილი, რომ
ისევ შეიგრძნო ადრენალინის ის
მოზღვავება, რომელსაც იმ დროს
განიცდი, როცა „ოლდ ტრაფორდზე“
გამოდიხარ და 70 ათასი
გულშემატკივარი მატჩის დაწყებას
ყიჟინით ეგებება.
სეზონი დასრულდა და
„ბარსელონაში“ დავბრუნდი.
საოცარია, როგორ იწყებ ყოველი აქ
გატარებული მომენტის
დაფასებას. მეგობრებთან ერთად
კინოში წასვლა, ოჯახური სადილები,
ნავით გასეირნება… უამრავი რამ,
რამაც მაიძულა გავჩერებულიყავი
და შემეგრძნო, თუ რამდენ რამეს
ვთმობდი. გარშემომყოფთათვის
ჩვეულებრივი რამ იყო ბარსელონას
კაფეში წასვლა და იქ სადილობა,
მაგრამ ჩემთვის ასეთი მომენტები
ძალიან ძვირფასი იყო. დღემდე
შესანიშნავად მახსოვს ის დღე,
როდესაც ბარსელონას პორტში
ერთ-ერთ რესტორანში ვისადილე
ჩემს საუკეთესო მეგობრებთან: –
პედრეტთან, კინტელთან, ლოპესთან
და ტორესთან ერთად. სადილის
დასრულებისავე ლოპესმა თავისი
გენიალური იდეა მოგვაწოდა. მან
შემოგვთავაზა, რომ მამამისის იახტა
აეღოთ და მთელი სანაპირო მისით
შემოგვევლო. ჩვენ სამნი,
რომლებსაც სხვა იდეა არ გვქონდა,
სიამოვნებით დავთანხმდით. არც
ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა იახტის
მართვის გამოცდილება და ეს
ყოველივე თავგადასავალს უფრო
საინტერესოს ხდიდა. როდესაც
ნავმისადგომთან მივედით, კიდევ
რამდენიმე მეგობარი
დაგვიკავშირდა და ისინიც
დავპატიჟეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა
იახტა აუშვა და ზღვაში გავედით.
ძალიან ნელა, რომ სხვა იახტებს არ
გამოვდებულიყავით. მივცურავდით
პორტის გასასვლელისკენ. და უცებ,
როცა უკვე მზად ვიყავით ზღვაში
გასასვლელად, საზღვაო პოლიცია
გამოჩნდა და გაგვაჩერა. შიშისგან
ლამის მოვკვდით.არც ერთ ჩვენგანს
არ ჰქონდა იახტის მართვის
სათანადო ცოდნა. ამ დროს ჩვენ
ერთმა პოლიციელმა ყველაზე
მთავარი კითხვა დაგვისვა, რომელი
თქვენგანი მართავს იახტასო. ჩვენ
ერთმანეთს ვუყურებდით და არ
ვიცოდით რა გვეთქვა მათთვის. ამ
დროს ლოპესმა ხელი ასწია,
პოლიციელი შეტრიალდა და
უთხრა: ,,თუ შეიძლება, თქვენი
საბუთები". ყოველთვის მეცინება,
როცა ლოპესის სახე მახსენდება იმ
მომენტში. იგი შიშისგან
კანკალებდა. მან კი უთხრა: ,,მე
მხოლოდ დნი-ს საბუთი მაქვს".
ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩვენი
იახტა მათ ნავს მიაბა, ჩვენთან
გადმოვიდა და როდესაც მიხვდა,
რომ ბავშვები ვიყავით და
სისულელეს ვაკეთებდით, პორტში
დაბრუნება მოგვთხოვა. რა თავის
მოჭრა იყო! ვფიქრობ, რომ მათ
იეჭვეს, რომ ჩვენ ნარკოტიკების ან
სხვა რომელიმე აკრძალული
საგნების გადატანა გვსურდა. აბა
რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა
თავში აზრად ღამის პირველ საათზე
იახტით სეირნობა? თუმცა, უარესი
წინ გველოდა. ჩვენ იახტა ადგილზე
უნდა დაგვეყენებინა, ეს კი ძალიან
რთული იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ
ძრავი გამოგვერთო და იახტა
ხელით მიგვეყენებინა, მაგრამ როცა
კარგი განლაგება გვქონდა
საიმისოდ, რათა იახტა
დაგვეყენებინა, ჩვენ ღუზის პოვნა
ვერ ვიპოვეთ, რატა წყალში
ჩაგვეშვა. ბოლოს, როდესაც
უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ,
გადავწყვიტეთ ჩვენი იახტა
გვერდით მდგომი იახტისთვის
მიგვება, რათა ღამით არ გაეცურა.
ეხლა კი თქვენ წარმოიდგინეთ, თუ
როგორი კატასტროფული
გამოცდილებაა!
მახსოვს, ერთხელ ჩემმა მეგობარმა
სა საიე ბონანოვას კოლეჯიდან
დასვენების დღეებში იბიცაზე
გასეირნება დაგეგმეს. მათმა
უმრავლესობამ კოლეჯი დაამთავრა
და უნივერსიტეტში სწავლის
გასაგრძელებლად ემზადებოდა. მე
უკვე მათთან ერთად აღარ
ვსწავლობდი, მაგრამ ბევრი
მეგობარი მყავდა სკოლაში. ამ
მგზავრობიდან ბევრს მოველოდი.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერი
მოზარდი ელოდება ამ მომენტს –
წელს, როდესაც თვრამეტი წელი
შეგისრულდება და შენ ფიქრობ,
რომ თავისუფალი და
დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და
შეგიძლია ყველაფერი გააკეთო,
რასაც მოინდომებ. გამგზავრებაზე
მრავალდღიანი ოცნების შემდეგ ,
როგორც იქნა ეს მომენტი დადგა.
ჩვენ ბარსელონას პორტში იახტა
ავიყვანეთ, რომელსაც მალიორკაში
შეჩერების შემდეგ იბიცაში უნდა
ჩავეყვანეთ, 60 ადამიანი ვიყავით და
ყველას ერთო სურვილი გვქონდა –
მხიარულად გაგვეტარებინა დრო და
ცხოვრებით დავმტკბარიყავით.
ალბათ წარმოგიდგენიათ, რაც
მოხდებოდა, პირველი დღიდან
ბოლო დღემდე ყველანი მხოლოდ
ამით ვიყავით დაკავებულნი… არც მე
ვიყავი გამონაკლისი. ჩვენ
ვცხოვრობდით სასტუმროში,
რომელიც თვალსა და გულს არ
ახარებდა, მაგრამ ამას
მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთ
ნომერში ვიყავით მე, პედრეტო,
ლოპესი და კინტელი. ძალიან კარგი
მოგონებები შემომრჩა იბიცაზე
გატარებული იმ ერთი კვირისგან,
მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი
საჩუქარი ის მომენტი იყო, როდესაც
ჩემი ახლანდელი მეორე ნახევარი,
ნურია გამაცნეს. ის იმავე
სასტუმროში ვხოვრობდა და იქ
ვნახეთ პირველად ერთმანეთი. ეს
მოგზაურობა ბრწყინვალედ
დასრულდა.
ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ
მაქსიმალურად შევეცადე
გამომეყენებინა ის დრო, რომელიც
ინგლისში გამგზავრებამდე მქონდა
დარჩენილი. კიდევ რამდენიმე დღე
იყო ჩემს განკარგულებაში და
ვიცოდი, რომ როდესაც
მანჩესტერში გავემგზავრებოდი ეს
ყველაფერი ძალიან
მომენატრებოდა. ამ დღეებმა ერთ
წამში გაირბინა და აი, მე უკვე
აეროპორტ „ელ პრატში“ ვდგავარ
თვითმფრინავის მოლოდინში,
რომელმაც დიდ ბრიტანეთში უნდა
ჩამაფრინოს. თქვენ ვერ
წარმოიდგენთ, რად მიღირდა ეს
გაფრენა! მაგრამ საქმე ის იყო, რომ
ამ სეზონში ადგილი უნდა
დამემკვიდრებინა ძირითად გუნდში
და ეს მე აღმაგზნებდა, მოტივაციას
მმატებდა, სწორედა ასეთ მომენტში
შენ უბრალოდ იხსენებ, რა კარგი
იყო სახლში ყოფნა და საერთოდ, რა
კარგი იყო, ეს საერთოდ რომ
მოხდა.
იმ მატჩის შემდეგ, მთელი წლის
განმავლობაში პირველ გუნდთან
ერთად თამაშის შესაძლებლობა
აღარ მქონდა. თამაში ისევ
სათადარიგოთა გუნდში
გავაგრძელე, სადაც ურთიერთობები
კარგად ჩამომიყალიბდა. საკმაოდ
ინტერნაციონალური გუნდი გვყავდა.
ჩვენთან იყვნენ გერმანელები,
ბელგიელები, იტალიელები… და
როგორ ჩვეულებრივ ხდება ასეთ
შემთხვევებში, ყველაზე დიდ დროს
სწორედ მათთან - უცხოელ
მოთამაშეებთან ვატარებდი,
რომლებთანაც ძალიან კარგი
ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ეს
იმიტომ, რომ ინგლისელებს
საკუთარი წრე ჰქონდათ
ჩამოყალიბებული. გერმანელ
მარკუს ნეიმართან ახლაც
ვმეგობრობ. ამის საუკეთესო
დამადასტურებელი საბუთი კი ის
წარმოადგენს, რომ როცა
შტუტგარტში, ჩემპიონთა ლიგის
მერვედფინალურ მატჩში
„ბარსასთან“ ერთად ვიყავი, იგი
სასტუმროში ჩემთან მოვიდა, რათა
სასიხარულო ამბავი ეცნობებინა.
მარკუსს უნდოდა, რომ მისი შვილის
ნათლია გავმხდარიყავი. მე...
ნათლია...! ამის დაჯერება არ
შემეძლო. ბელგიელ ბიჭს, რომელიც
წარმოშობით კონგოდან იყო,
ფლორიბერტ ნგულულა ერქვა. მან
ჩემთვის რაღაც ახალი შავკანიანთა
მუსიკა აღმოაჩინა. ან როგორც იგი
თავად უწოდებდა: რ.ნ.ბ. ხოლო რაც
შეეხება იტალიელ ბიჭუნასთან
მეგობრობას, ვფიქრობ ეს
ყველასათვის ცნობილია. მისი
სახელი ჯუზეპე როსი იყო და ის
ახლა „ვილიარეალში“ თამაშობს
( თამაშობდა ). მახსოვს, ჯუზეპეც იმ
წელს მოვიდა, როცა მე მოვედი და
პირველივე დღიდან მეგობრები
გავხდით. ვინ იფიქრებდა, რომ
რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ
ერთმანეთს ესპანეთის
ჩემპიონატოს მატჩებში
შევხვდებოდით. ერთმანეთის
წინააღმდეგ? იმ წელს
სათადარიგოთა გუნდთან ერთად
მხოლოდ ლიგა და თასი მოვიგე. ეს
ტურნირები ინგლისში გაცილებით
მეტად პრესტიჟულია, ვიდრე
მეგონა. თუმცა როცა შენ რომელიმე
მატჩში ითამაშებ რომელიმე
დიდებული მოთამაშეების გვერდით
და ასევე ყოველდღე მათთან ერთად
ივარჯიშობ, გიჩნდება სურვილი, რომ
ისევ შეიგრძნო ადრენალინის ის
მოზღვავება, რომელსაც იმ დროს
განიცდი, როცა „ოლდ ტრაფორდზე“
გამოდიხარ და 70 ათასი
გულშემატკივარი მატჩის დაწყებას
ყიჟინით ეგებება.
სეზონი დასრულდა და
„ბარსელონაში“ დავბრუნდი.
საოცარია, როგორ იწყებ ყოველი აქ
გატარებული მომენტის
დაფასებას. მეგობრებთან ერთად
კინოში წასვლა, ოჯახური სადილები,
ნავით გასეირნება… უამრავი რამ,
რამაც მაიძულა გავჩერებულიყავი
და შემეგრძნო, თუ რამდენ რამეს
ვთმობდი. გარშემომყოფთათვის
ჩვეულებრივი რამ იყო ბარსელონას
კაფეში წასვლა და იქ სადილობა,
მაგრამ ჩემთვის ასეთი მომენტები
ძალიან ძვირფასი იყო. დღემდე
შესანიშნავად მახსოვს ის დღე,
როდესაც ბარსელონას პორტში
ერთ-ერთ რესტორანში ვისადილე
ჩემს საუკეთესო მეგობრებთან: –
პედრეტთან, კინტელთან, ლოპესთან
და ტორესთან ერთად. სადილის
დასრულებისავე ლოპესმა თავისი
გენიალური იდეა მოგვაწოდა. მან
შემოგვთავაზა, რომ მამამისის იახტა
აეღოთ და მთელი სანაპირო მისით
შემოგვევლო. ჩვენ სამნი,
რომლებსაც სხვა იდეა არ გვქონდა,
სიამოვნებით დავთანხმდით. არც
ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა იახტის
მართვის გამოცდილება და ეს
ყოველივე თავგადასავალს უფრო
საინტერესოს ხდიდა. როდესაც
ნავმისადგომთან მივედით, კიდევ
რამდენიმე მეგობარი
დაგვიკავშირდა და ისინიც
დავპატიჟეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა
იახტა აუშვა და ზღვაში გავედით.
ძალიან ნელა, რომ სხვა იახტებს არ
გამოვდებულიყავით. მივცურავდით
პორტის გასასვლელისკენ. და უცებ,
როცა უკვე მზად ვიყავით ზღვაში
გასასვლელად, საზღვაო პოლიცია
გამოჩნდა და გაგვაჩერა. შიშისგან
ლამის მოვკვდით.არც ერთ ჩვენგანს
არ ჰქონდა იახტის მართვის
სათანადო ცოდნა. ამ დროს ჩვენ
ერთმა პოლიციელმა ყველაზე
მთავარი კითხვა დაგვისვა, რომელი
თქვენგანი მართავს იახტასო. ჩვენ
ერთმანეთს ვუყურებდით და არ
ვიცოდით რა გვეთქვა მათთვის. ამ
დროს ლოპესმა ხელი ასწია,
პოლიციელი შეტრიალდა და
უთხრა: ,,თუ შეიძლება, თქვენი
საბუთები". ყოველთვის მეცინება,
როცა ლოპესის სახე მახსენდება იმ
მომენტში. იგი შიშისგან
კანკალებდა. მან კი უთხრა: ,,მე
მხოლოდ დნი-ს საბუთი მაქვს".
ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩვენი
იახტა მათ ნავს მიაბა, ჩვენთან
გადმოვიდა და როდესაც მიხვდა,
რომ ბავშვები ვიყავით და
სისულელეს ვაკეთებდით, პორტში
დაბრუნება მოგვთხოვა. რა თავის
მოჭრა იყო! ვფიქრობ, რომ მათ
იეჭვეს, რომ ჩვენ ნარკოტიკების ან
სხვა რომელიმე აკრძალული
საგნების გადატანა გვსურდა. აბა
რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა
თავში აზრად ღამის პირველ საათზე
იახტით სეირნობა? თუმცა, უარესი
წინ გველოდა. ჩვენ იახტა ადგილზე
უნდა დაგვეყენებინა, ეს კი ძალიან
რთული იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ
ძრავი გამოგვერთო და იახტა
ხელით მიგვეყენებინა, მაგრამ როცა
კარგი განლაგება გვქონდა
საიმისოდ, რათა იახტა
დაგვეყენებინა, ჩვენ ღუზის პოვნა
ვერ ვიპოვეთ, რატა წყალში
ჩაგვეშვა. ბოლოს, როდესაც
უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ,
გადავწყვიტეთ ჩვენი იახტა
გვერდით მდგომი იახტისთვის
მიგვება, რათა ღამით არ გაეცურა.
ეხლა კი თქვენ წარმოიდგინეთ, თუ
როგორი კატასტროფული
გამოცდილებაა!
მახსოვს, ერთხელ ჩემმა მეგობარმა
სა საიე ბონანოვას კოლეჯიდან
დასვენების დღეებში იბიცაზე
გასეირნება დაგეგმეს. მათმა
უმრავლესობამ კოლეჯი დაამთავრა
და უნივერსიტეტში სწავლის
გასაგრძელებლად ემზადებოდა. მე
უკვე მათთან ერთად აღარ
ვსწავლობდი, მაგრამ ბევრი
მეგობარი მყავდა სკოლაში. ამ
მგზავრობიდან ბევრს მოველოდი.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერი
მოზარდი ელოდება ამ მომენტს –
წელს, როდესაც თვრამეტი წელი
შეგისრულდება და შენ ფიქრობ,
რომ თავისუფალი და
დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და
შეგიძლია ყველაფერი გააკეთო,
რასაც მოინდომებ. გამგზავრებაზე
მრავალდღიანი ოცნების შემდეგ ,
როგორც იქნა ეს მომენტი დადგა.
ჩვენ ბარსელონას პორტში იახტა
ავიყვანეთ, რომელსაც მალიორკაში
შეჩერების შემდეგ იბიცაში უნდა
ჩავეყვანეთ, 60 ადამიანი ვიყავით და
ყველას ერთო სურვილი გვქონდა –
მხიარულად გაგვეტარებინა დრო და
ცხოვრებით დავმტკბარიყავით.
ალბათ წარმოგიდგენიათ, რაც
მოხდებოდა, პირველი დღიდან
ბოლო დღემდე ყველანი მხოლოდ
ამით ვიყავით დაკავებულნი… არც მე
ვიყავი გამონაკლისი. ჩვენ
ვცხოვრობდით სასტუმროში,
რომელიც თვალსა და გულს არ
ახარებდა, მაგრამ ამას
მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთ
ნომერში ვიყავით მე, პედრეტო,
ლოპესი და კინტელი. ძალიან კარგი
მოგონებები შემომრჩა იბიცაზე
გატარებული იმ ერთი კვირისგან,
მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი
საჩუქარი ის მომენტი იყო, როდესაც
ჩემი ახლანდელი მეორე ნახევარი,
ნურია გამაცნეს. ის იმავე
სასტუმროში ვხოვრობდა და იქ
ვნახეთ პირველად ერთმანეთი. ეს
მოგზაურობა ბრწყინვალედ
დასრულდა.
ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ
მაქსიმალურად შევეცადე
გამომეყენებინა ის დრო, რომელიც
ინგლისში გამგზავრებამდე მქონდა
დარჩენილი. კიდევ რამდენიმე დღე
იყო ჩემს განკარგულებაში და
ვიცოდი, რომ როდესაც
მანჩესტერში გავემგზავრებოდი ეს
ყველაფერი ძალიან
მომენატრებოდა. ამ დღეებმა ერთ
წამში გაირბინა და აი, მე უკვე
აეროპორტ „ელ პრატში“ ვდგავარ
თვითმფრინავის მოლოდინში,
რომელმაც დიდ ბრიტანეთში უნდა
ჩამაფრინოს. თქვენ ვერ
წარმოიდგენთ, რად მიღირდა ეს
გაფრენა! მაგრამ საქმე ის იყო, რომ
ამ სეზონში ადგილი უნდა
დამემკვიდრებინა ძირითად გუნდში
და ეს მე აღმაგზნებდა, მოტივაციას
მმატებდა, სწორედა ასეთ მომენტში
შენ უბრალოდ იხსენებ, რა კარგი
იყო სახლში ყოფნა და საერთოდ, რა
კარგი იყო, ეს საერთოდ რომ
მოხდა.