,,mogzauroba iqet da aqet,,4

0 2
ავატარი
Nukri
#1
თავი IV
შობა მოვიდა. მიუხედავად
იმისა, ,,პრემიერ ლიგაში" დასვენება
არ იყო, მე მქონდა 10 უქმობის დღე,
რადგან ძირითად შემადგენლობაში
არ ვიყავი. და სრულიად
შემთხვევით, ჩემი შვებულება
დაემთხვა ღონისძიებას, როგორიცაა
ტრადიციული საშობაო მატჩი,
კატალონიის გუნდის. პიჩი ალონსომ
(კატალონიის მწვრთნელი),
გადაწყვიტა ჩემი მოწვევა. მე ჯერ
კიდევ სრულიად არ ვიყავი
გამოჯანმრთელებული, ჩემი ტერპის
პრობლემებისგან და სიმართლე
გითხრათ ვერ ვითამაშებდი. მაგრამ
იმდენად აღფრთოვენებული ვიყავი
იმ შესაძლებლობით, რომ ,,კამპ-
ნოუზე" პირველ გუნდში დებიუტი
მქონოდა და მე უარი ვერ ვუთხარი.
მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები
ჟაუმე ლანჟუსი, რათა დამეხმარა იმ
ორ დღეში ცოტათი უკეთეს
ფორმაში შევსულიყავი. რა თქმა
უნდა ეს შეხვედრა არ იყო
ისტორიული. არგენტინელებმა ჩვენ
უბრალოდ ფეხქვეშ... ანგარიში
დაფიქსირდა 0-3, მაგრამ მე ვიყავი
ბედნიერი, რომ მომეცა შანსი და
პირველ გუნდთან ერთად ვითამაშე.
შემდეგ საშობაოდ სახლში,
მანჩესტერში დავბრუნდი. და ამის
მერე დაიწყო პრობლემები:
გაირკვა, რომ ტრამვა გაუარესდა.
ვიცოდი, რომ დასვენებით უნდა
მესარგებლა, მაგრამ მე მქონდა
ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ
ისევ მეთამაშა გრანდებთან. ერთ-
ერთი რთული პროფესიული დრო
იდგა და ამ შესაძლებლობისთვის,
როგორ უნდა მეთქვა არა. ეს იყო
ინგლისის თასის მესამე ტური,
მაგრამ ჩემთვის ესეც ბევრს
ნიშნავდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც
ვერ ვაჩვენე ალექს ფერგიუსონს,
რომ მე ჯერ კიდევ სასარგებლო
ვიყავი და მაქვს თვისებები, რომ
მეთამაშა პირველ გუნდში.
ყველაფერი წავიდა ცუდად.
ჩვენ ,,ექსტერმთან" ფრე 0-0
ვითამაშეთ. ეს იყო მძიმე დარტყმა
და როგორც წესი, ხშირ
შემთხვევაში ხდება ესე, თუ გუნდი
აჩვენებს ცუდ შედეგს, ეს ჩვენს
მდგომარეობაზეც გავლენას ახდენს
გაგრძელება იქნება...

მსგავსი თემები

0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:35
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:31
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:28
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:26
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:23