,,mogzauroba iqet da aqet,, 2

0 2
ავატარი
Nukri
#1
თავი II
– კარგად მახსოვს ის დრო. 1997-98
წლების სეზონი იდგა. ჩემთვის
ყველაფერი ახალი იყო:
თანაგუნდელები, სავარჯიშო
კომპლექსები, კლუბში მომუშავე
ადამიანები… იმან, რომ
„ბარსელონას“ ნაწილი გავხდი
უამრავი პრივილეგია მომანიჭა.
გჩუქნიან ფეხსაცმელს, ფორმას
გირეცხავენ… რაც იმას ნიშნავს, რომ
ვარჯიშები და თამაშები შენს
მოვალეობაში შედის. მალე
გავაცნობიერე, რომ ეს ნამდვილი
პრივილეგიები იყო. ნებისმიერი
ჩემი თანატოლი ისურვებდა ჩემ
ადგილას ყოფნას. პირველი წელი
რთული გამოდგა. ყველანი ახლები
ვიყავით. ძალიან გაგვიჭირდა
თამაშების მოგება. ამასთან ერთად
კიდევ ერთ პრობლემას
წარმოადგენდა ის, რომ ჩვენ
მეტოქეებზე ერთი წლით
უმცროსები ვიყავით. ჩვენ ასაკში კი
ამას დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა. ლიგაში მარცხი ისეთი
კლუბისთვის, როგორიც „ბარსაა“
ჩავარდნის სინონიმი იყო. სწორედ
ამ მიზეზით ბევრ ბავშვს მოუხდა
გუნდის დატოვება.
იმ წლებიდან კიდევ დამამახსოვრდა
ის, რომ „ბარსას“ მთავარი გუნდის
მწვრთნელი ლუის ვან გაალი გახდა.
თავიდან ყველაფერი შესანიშნავად
აეწყო. პირველივე სეზონში ქვეყნის
ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ. იმ
დროს ბაბუაჩემი ამადორი, კლუბის
ვიცე-პრეზიდენტი იყო და გუნდთან
ერთად მგზავრობა ყოველთვის
უწევდა. ნელ-ნელა ბაბუა და ვან
გაალი დამეგობრდნენ. სეზონის
დასრულების ბოლო დღეს, ბაბუამ
ვან გაალი ჩვენთან სადილზე
დაპატიჟა. ჩემი ცხოვრება არ
დამავიწყდება ის დღე, როდესაც ვან
გაალი და მისი მეუღლე ჩვენთან
მოვიდნენ. ჩვენ მას ტერასაზე
ველოდებოდით. ოჯახთან
მისალმების შემდეგ, ლუის ვან
გაალი, რომელმაც უკვე იცოდა, რომ
ფეხბურთს ვთამაშობდი, ახლოს
მომიახლოვდა. მისასასლმებლად
ხელი გავუწოდე, მაგრამ მან ისეთი
ძალით დამარტყა, რომ იატაკზე
დავეცი. გაოგნებული ვიყავი,
ვერაფერი გავიგე და ამ დროს მან
თქვა, რომელიც არასდროს
დამავიწყდება: „შენ ვერასოდეს
გახდები ცენტრალური მცველი“ . მე
გავფითრდი, მეტყველების უნარი
დავკარგე. იგი არ იცინოდა და მე არ
ვიცოდი რა მეფიქრა. ხუმრობად
მიმეღო თუ, სერიოზულად
ჩამეთვალა. ბოლოს, როდესაც უკვე
ჩემთვის ჩავთვალე, რომ მან ეს
სერიოზულად თქვა, მთელმა ჩემმა
ოჯახმა სიცილი დაიწყო და თქვეს,
რომ ვან გაალის ეს
მახვილგონივრული ქმედება,
უბრალოდ თავშესაქცევი ხუმრობა
იყო. ეშმაკმაც დალახვროს, ეს რა
ხუმრობა იყო? მაგრამ ამის შემდეგ,
როცა კლუბში ვარჯიშების დროს
მხვდებოდა, ვან გაალი ყოველთვის
დიდ სითბოს, სიყვარულს და
მზრუნველობას იჩენდა ჩემს
მიმართ.
გუნდისათვის პირველი წელი
ნამდვილად ცუდი გამოდგა. დიდი
ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ შემდეგ
სეზონში რადიკალურად ყველაფერი
შეიცვალა. ჩვენთან ისეთი
ბრწყინვალე მოთამაშეები
მოვიდნენ, როგორებიც არიან ცესკ
ფაბრეგასი და ვიქტორ ვალდესი,
რომლებიც ,,მატაროდან" და ,,ლა
დამიდან" ჩამოვიდნენ და
რომლებმაც ამ დროისთვის
მნიშვნელოვან წარმატებებს
მიაღწიეს: ერთი ლონდონის
„არსენალის“ კაპიტანი იყო, მეორე
კი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში
თამაშობდა. ჩემი წარმატების
გასაღებს კი მწვრთნელი როდოლფ
ბორელი „როდო“ წარმოადგენდა,
რომელმაც ჩვენგან ,,გამარჯვებული
გუნდი" შექმნა. ყოველთვის
ვამბობდი, რომ მისგან ბევრი რამით
ვარ დავალებული და ამას კიდევ
ერთხელ გავიმეორებ. სწორედ
როდო არის ის მწვრთნელი,
რომელმაც ფეხბურთის თამაში
შემასწავლა,
რომელმაც“ბარსელონას“
ფილოსოფია შექმნა და რომელსაც
თავიდანვე ჩემი სჯეროდა. იგი 24
საათს გუნდთან ატარებდა და
ყოველთვის უნდოდა, რომ ჩვენ
ვყოფილიყავით საუკეთესონი.
იმ წელს ჩვენ მოვიგეთ კატალონიის
თასი და ჩემპიონატი, მაგრამ
ყოველთვის
დამამახსოვრდა ,,ბრიუნეტში"
გამართული ტურნირი, სადაც
ფინალში მადრიდთან დავმარცხდით.
თერთმეტი წლის ბავშვისთვის ეს
ტურნირი ნამდვილად ოცნების
ზღვარს წარმოადგენდა. მატჩების
ტელევიზიით ტრანსლაცია, თამაშები
მახლობელი ქალაქების ყველა
გუნდთან, პრესაში გაშუქება – ეს
იყო ყველაფერზე მეტად
მნიშვნელოვანი. ბრწყინვალე გუნდი
გვყავდა, ისეთი მოთამაშეებით
დაკომპლექტებული, როგორიცაა
ვალიენტე, ( რომელიც ახლა
„სევილიაში“ თამაშობს ). პედრასა,
( რომელიც „ესპანიოლ ბ-ში“
თამაშობდა ), ცესკი და ვიქტორ
ვასკესი. ტურნირისათვის კარგად
ვიყავით მომზადებულები. მთელი
სეზონი დამაჯერებლად
ვთამაშობდით და ბუნებრივიცაა,
რომ გამარჯვების იმედი მქონდა.
ძალიან მინდოდა მადრიდის
დამარაცხება, მაგრამ სამწუხაროდ
ვერ შევძელით. ეს იყო ერთადერთი
შემთხვვა, როდესაც დამარცხების
გამო ავტირდი, მაგრამ ჩვენთვის
ისეთი დარტყმა იყო… ჩვენ მთელი
ტურნირი შესანიშნავად გავიარეთ,
მაგრამ ფინალში მადრიდელებმა
უშანსოდ დაგვტოვეს და ჩვენ 2😺
დაგვამარცხეს. ჰეთთრიკი ლოპამ
გაიფორმა, რომელიც ამაჟამად
„ხიხონში“ თამაშობს. ასევე იმ
მატჩიდან შემიძლია გამოვყო
გრანერო, რომელიც რეალში
„რეალში“ თამაშობს. ( თამაშობდა ).
შემდგომი წლები ერთმანეთს
ჰგავდა. ჩვენ ყოველთვის
ვიმარჯვებდით. თითქწმის 4 წრლი
დამარცხების გარეშე ჩავატარეთ. იმ
დროს ისეთი მწვრთნელები გვყავდა,
როგორებიც არიან ტიტო ვილანოვა,
ალბერტ ბენაიხესი და ალექს
გარსია (თბილისის დინამოს
მწვრთნელი) . გულწრფელად ვიტყვი,
რომ ყველა მათგანი ჩემთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამივე
მწვრთნელთან ძალიან კარგი
მოგონებები მაკავშირებს. ტიტოს
ყოველდღე ვხვდები
„ბარსაში“ ( სამწუხაროდ იგი
გარდაიცვალა ), ბენაიხესი და
ალექსი კანტერას გუნდს
ავარჯიშებდნენ, თუმცა ხშირად
მოდიოდნენ მთავარი გუნდის
ვარჯიშის სნახავად
ამ პერიოდის განმავლობაში,
კლუბის ისტორია საბოლოოდ
შეიცვალა: ლეო მესიმ კონტრაქტი
გააფორმა. მახსოვს, როდესაც მან
დაიწყო ვარჯიში ჩვენთან ერთად, ის
იმდენად პატარა იყო, გვეშინოდა
მასთან შეხება. მიუხედავად იმისა,
რომ მწვრთნელები გვეუბნებოდნენ,
რომ ის საკმაოდ ძლიერი იყო,
მთავარი პრობლემა კი მისი
გაჩერება გახლდათ. დიახ ჩვენ მას
უბრალოდ ვერ ვაჩერებდით. იგი
საკმაოდ სწრაფად გარბოდა. მე
მახსოვს ერთ-ერთი ოფიციალური
მატჩი, რომელიც ჩვენ
ჩაგვიტარებია. ლეომ მოედანი
დატოვა, რადგან საშინელმა
ტრამვამ აიძულა. მან ფეხი მოიტეხა.
მას შემდეგ რაც ეს ამბავი მას
გადახდა, იგი გამოჯანმრთელდა და
დაიწყო ზრდა, როგორც
ფეხბურთელი. დღემდე მან
მიიღო ,,ოქროს ბურთი" და ის არის
მსოფლიოში საუკეთესო
ფეხბურთელი"
გაგრძელება იქნება...

მსგავსი თემები

0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:35
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:31
0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:29
0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:28
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri31 აგვ 2014, 14:23